ამერიკული ოჯახი
ამერიკული ოჯახი (ინგლ. Modern family) — ამერიკული კომედიური ტელესერიალი, რომელიც 2009 წლის 23 სექტემბრიდან 2020 წლის 8 აპრილამდე გადიოდა არხ ABC-ზე. მისი ავტორები იყვნენ კრისტოფერ ლოიდი და სტივენ ლევიტანი. სერიალი შედგება 11 სეზონისაგან, რომლის სიუჟეტიც უმეტესწილად მიმდინარეობს ლოს-ანჯელესის გარეუბანში, ჯეი პრიჩეტისა და მისი ორი შვილის ოჯახებში. სერიალს მოგებული აქვს ოქროს გლობუსისა და ემის ჯილდოები.
ამერიკული ოჯახი | |
---|---|
ჟანრი | |
მონაწილეობენ | |
კომპოზიტორ(ებ)ი |
გაბრიელ მანი დანიელ ლიჩტი |
ქვეყანა | აშშ |
ენა | ინგლისური |
სეზონი | 11 |
სერია | 250 |
წარმოება | |
ხანგრძლივობა | 20-24 წუთი |
კომპანია |
ლოიდ-ლევიტანის პროდუქცია (2009-2012) პიკადორის პროდუქცია სტივენ ლევიტანის პროდუქცია 20th Century Fox Television |
ეთერში | 23 სექტემბერი, 2009 | — 8 აპრილი, 2020
რესურსები ინტერნეტში | |
საიტი |
იდეა და სცენარი
რედაქტირება„ამერიკული ოჯახის“ მთავარი იდეაა, რომ წარმოაჩინოს ოჯახის სამი სახე (მრავალშვილიანი, შერეული და ერთსქესიანი). ამისათვის გამოყენებულია ლოს-ანჯელესის გარეუბანში მცოხვრები ჯეი პრიჩეტისა და მისი ორი შვილის, კლერისა და მიჩელის ოჯახები. ჯეი დაქორწინებულია თავისი შვილების ტოლ კოლუმბიელ ქალზე, გლორიაზე, რომელსაც პირველი ქორწინებიდან ჰყავს ერთი ვაჟი, მენი დელგადო. მოგვიანებით თავად ჯეისა და გლორიასაც შეეძინათ ერთი საერთო ვაჟი, სახელად ფულხენსიო ჯოზეფ „ჯოი“ პრიჩეტი.
ჯეის ქალიშვილი, კლერი დიასახლისი და მეოჯახე ქალია, რომელიც მრავალი წლის შემდეგ კვლავ უბრუნდება სამსახურსა და ბიზნესის სამყაროს. მოგვიანებით იგი მამის კომპანიის, პრიჩეტის კარადებისა და ჟალუზების ხელმძღვანელიც ხდება. იგი დაქორწინებულია ფილ დანფიზე, რომელიც არის მაკლერი და თვითწოდებული „მაგარი მამიკო“. მათ სამი საერთო შვილი ჰყავთ: ჰეილი (სტერეოტიპული ზარმაცი თინეიჯერი გოგონა), ალექსი (ინტელიგენტი და განათლებაზე გადართული შუათანა შვილი) და ლუკი (ნაბოლარა ვაჟი).
ჯეის ვაჟი, მიჩელი პროფესიით იურისტია და თავის ქმართან, კემერონ ტაკერთან ერთად ჰყავს ნაშვილები ვიეტნამელი ქალიშვილი, ლილი ტაკერ-პრიჩეტი. მეთერთმეტე სეზონის ბოლოს ისინი მეორე ბავშვსაც იყვანენ, სახელად რექსფორდს.
როგორც სახელწოდებიდან ჩანს, ეს ოჯახი წარმოადგენს თანამედროვე ოჯახის მაგალითს და ეპიზოდებიც მთლიანად ემყარება ისეთ სიტუაციებს, რომელთაც რეალურ ცხოვრებაში აწყდებიან ადამიანები.
მსახიობები და პერსონაჟები
რედაქტირებამთავარი პერსონაჟები
რედაქტირება- ჯეი პრიჩეტი (მსახ. ედ ო'ნელი);
- გლორია დელგადო-პრიჩეტი (მსახ. სოფია ვერგარა), ჯეის მეორე ცოლი;
- კლერ დანფი (მსახ. ჯული ბოუენი), ჯეის უფროსი ქალიშვილი პირველი ქორწინებიდან;
- ფილ დანფი (მსახ. ტაი ბარელი), კლერის ქმარი;
- მიჩელ პრიჩეტი (მსახ. ჯესი ტაილერ ფერგიუსონი), ჯეის ვაჟი პირველი ქორწინებიდან;
- კემერონ ტაკერი (მსახ. ერიკ სტოუნსტრიტი), მიჩელის ქმარი;
- ჰეილი დანფი (მსახ. სარა ჰილანდი), კლერისა და ფილის უფროსი ქალიშვილი;
- ალექს დანფი (მსახ. არიელ უინტერი), კლერისა და ფილის შუათანა ქალიშვილი;
- ლუკ დანფი (მსახ. ნოლან გაუდი), კლერისა და ფილის ნაბოლარა ვაჟი;
- მენი დელგადო (მსახ. რიკო როდრიგესი), გლორიას ვაჟი პირველი ქორწინებიდან, ჯეის გერი;
- ლილი ტაკერ-პრიჩეტი (მსახ. ობრი ანდერსონ-ემონსი), მიჩელისა და კემერონის ნაშვილები ქალიშვილი;
- ფულხენსიო ჯოი პრიჩეტი (მსახ. ჯერემი მაგუარი), ჯეისა და გლორიას ერთადერთი საერთო ვაჟი;
- დილან მარშალი (მსახ. რედ ევინგი), ჰეილის შეყვარებული, შემდეგ კი ქმარი და მისი შვილების მამა;
ოჯახური ხე
რედაქტირებასერიალის მთავარი გმირები წარმოდგენილია მწვანედ, მათთან დაახლოვებული პირები კი თეთრად. უწყვეტი ხაზი გამოხატავს ქორწინებასა და ბავშვის შეძენას, წყვეტილი ხაზი განქორწინებას, წერტილები შვილად აყვანას, ხოლო ჯვარი გარდაცვალებას.
ხავიერ დელგადო[1] | გლორია პრიჩეტი[2] | ჯეი პრიჩეტი[3] | დიდი პრიჩეტი † [4] | გრეის დანფი † [5] | ფრენკ დანფი† [6] | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ჯოი პრიჩეტი[7] | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მენი დელგადო[8] | მერლი ტაკერი[9] | ბარბ ტაკერი[10] | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
პემერონ ტაკერი | კემერონ ტაკერი[11] | მიჩელ პრიჩეტი[12] | კლერ დანფი[13] | ფილ დანფი[14] | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
კელოუნ ჯონსონი | ლილი ტაკერ-პრიჩეტი[15] | რექსფორდ ტაკერ-პრიჩეტი | დილან მარშალი[16] | ჰეილი დანფი[16] | ალექს დანფი[17] | ლუკ დანფი[18] | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ჯორჯი | პოპი | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ეპიზოდები
რედაქტირებასეზონი | ეპიზოდების
რაოდენობა |
პირველი სერიის
გამოსვლის თარიღი |
ბოლო სერიის
გამოსვლის თარიღი |
რანკი | რეიტინგი
(მილიონებში) |
---|---|---|---|---|---|
1 | 24 | 23 სექტემბერი, 2009 | 19 მაისი, 2010 | 36 | 9.49 |
2 | 24 | 22 სექტემბერი, 2010 | 25 მაისი, 2011 | 24 | 11.89 |
3 | 24 | 21 სექტემბერი, 2011 | 23 მაისი, 2012 | 15 | 12.93 |
4 | 24 | 26 სექტემბერი, 2012 | 22 მაისი, 2013 | 18 | 12.31 |
5 | 24 | 25 სექტემბერი, 2013 | 21 მაისი, 2014 | 19 | 11.79 |
6 | 24 | 24 სექტემბერი, 2014 | 20 მაისი, 2015 | 24 | 11.91 |
7 | 22 | 23 სექტემბერი, 2015 | 18 მაისი, 2016 | 36 | 9.83 |
8 | 22 | 21 სექტემბერი, 2016 | 17 მაისი, 2017 | 34 | 8.79 |
9 | 22 | 27 სექტემბერი, 2017 | 16 მაისი, 2018 | 58 | 7.09 |
10 | 22 | 26 სექტემბერი, 2018 | 8 მაისი, 2019 | 65 | 6.40 |
11 | 18 | 25 სექტემბერი, 2019 | 8 აპრილი, 2020 | 49 | 7.10 |
შეფასება
რედაქტირებარეიტინგი
რედაქტირებასერიალი პოპულარული გახდა მისი პრემიერის დღიდანვე. პირველივე სეზონით იგი მთელი აშშ-ს მასშტაბით მესამე ყველაზე მაღალრეიტინგული შოუ გახდა[19]. მას შემდეგ, რაც სერიალმა ემის ჯილდო მოიპოვა, მისი რეიტინგი მეორე სეზონში პირველთან შედარებით 34%-ით გაიზარდა[20]. ასევე მეორე სეზონში, იგი ოთხშაბათობით გასულ შოუებში ყველაზე მაღალი რეიტინგით სარგებლობდა[21]. სერიალი „ამერიკული ოჯახი“ განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა 18-დან 49-წლამდე ასაკის მაყურებლებში[22].
სერიალის წარმატება დადებითად შეაფასა კოსბის შოუმ. 2010-2011 წლებში გასული სეზონის დროს იგი იყო ყველაზე მაღალრეიტინგული შოუ 18-დან 49-წლამდე ასაკის მაყურებლებში და რიგით მესამე რეიტინგული შოუ აშშ-ში. რეიტინგულად მას მხოლოდ „დიდი აფეთქების თეორია“ და „ორი და ნახევარი კაცი“ უსწრებდნენ[23]. იგი ასევე პირველ ადგილს იკავებდა DVR-ის მაყურებლებში[24].
მესამე სეზონის პრემიერა ABC-ის არხზე ყველაზე რეიტინგული სეზონის პრემიერა გახდა. სერიის წარმატებამ გამოიწვია ის, რომ იგი ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო სიტკომად დასახელდა.[25]
2016 წელს გაზეთ ნიუ-იორკ ტაიმზში გამოქვეყნებულ სტატიაში „Facebook-ის 50 ყველაზე პოპულარული სერიალი“ დაიწერა, რომ „ამერიკული ოჯახი“ ყველაზე პოპულარული სერიალი იყო ბოსტონში, სან-ფრანცისკოში, კალიფსა და სანტა-ბარბარაში. შედარებით ნაკლები რეიტინგით იგი კენტუკის, მისისიპისა და არკანზასის პროვინციულ დასახლებებში სარგებლობდა[26].
აღსანიშნავია, რომ ტრადიციულად „ამერიკული ოჯახის“ ყველა სეზონი იწყება სექტემბრის მეოთხე კვირაში და სრულდება მაისში. გამონაკლისია მხოლოდ ბოლო, მე-11 სეზონი, რომელიც აპრილში დასრულდა.
ჯილდოები
რედაქტირება„ამერიკულმა ოჯახმა“ მოიპოვა ემის 22 და მწერალთა გილდიის 6 ჯილდო. მოგვიანებით ასევე მოიგო GLSEN-ის ჯილდოც მაყურებელთა პოზიტიური დამოკიდებულების გამო, ჯილდოს გადაცემისას კი სერიალზე ითქვა: „პოზიტიური წარმოდგენები და ძლიერი სცენები, რომლებიც ასახავენ ამერიკას, მათ შორის ყველაზე მთავარს: ოჯახის სახეებს, რომელთაგან უმთავრესია გეი წყვილი“. 2010 წელს სერიალი ნომინირებული იყო კინოკრიტიკოსთა გილდიის ჯილდოზე. მსგავსად სერიალ „მეგობრებისა“, ამ სერიალის ყველა მთავარი მსახიობი ემის რიგით 62-ე დაჯილდოვებაზე იყო ნომინირებული. 2009 წელს იგი კრიტიკოსთა მიერ შედგენილ „2009 წლის საუკეთესო სერიალების ათეულში“ მოხვდა. იმავე წელს მიიღო ჯორჯ პოსტერ პეარბოდის სახელობის ჯილდო. 2012 წელს სერიალმა ოქროს გლობუსიც მოიპოვა „წლის საუკეთესო სატელევიზიო სერიალის“ ნომინაციაში. იგი ასევე ნომინირებული იყო დიდი ბრიტანეთის აკადემიის სატელევიზიო პრემიაზე.
აღსანიშნავია, რომ 2012 წელს პირველმა ლედიმ, მიშელ ობამამ და ასევე მსახიობმა კელ პენმა „ამერიკული ოჯახი“ თავიანთ საყვარელ სერიალად დაასახელეს ინტერვიუში.
2013 წლის ივნისში ამერიკის მწერალთა გილდიამ „ამერიკული ოჯახი“ „101 ერთი ყველაზე კარგად დაწერილი სატელევიზიო სერიალში, რომელიც ოდესმე გადაღებულა“-ში 34-ე ადგილზე გაიყვანა. იმავე წლის დეკემბერში სატელევიზიო გილდიამ იგი „60 საუკეთესო სერიალის“ სიაში 43-ე ადგილზე დაასახელა.
ადაპტაციები
რედაქტირება- ჩილე: ჩილეური სატელევიზიო კომპანია MEGA გახდა პირველი უცხოური არხი მსოფლიოში, რომელმაც იყიდა „ამერიკული ოჯახის“ უფლებები, რომ გადაეღოთ თავიანთი ვარიაცია, სახელად „თანამედროვე ოჯახი“ (ესპ. Familia moderna), რომლის პირველი ეპიზოდიც 2015 წლის 3 დეკემბერს გავიდა ეთერში. მთავარი განსხვავება ამერიკულ და ჩილეურ ვარიანტებს შორის არის ის, რომ ჩილეურ ვარიანტში მიჩელისა და კემერონის წყვილს ბავშვი არ აჰყავთ, ამის ნაცვლად ერთ-ერთი მათგანი სიმთვრალის შედეგად ქალისაგან ბიოლოგიურ ბავშვს აჩენს. ამის შემდეგ ისინი ბავშვის მეურვეობას იღებენ, სანამ მისი დედა საზღვარგარეთ მიდის სამოგზაუროდ;
- საბერძნეთი: ბერძნულმა კომპანიამ Mega Channel-მა ასევე იყიდა უფლება, რომ გადაეღოთ „ამერიკული ოჯახის“ ბერძნული ვარიანტი (ბერძნ. Μοντέρνα Οικογένεια), რომელიც 2014 წლის 20 მარტიდან გადის კვიპროსსა და საბერძნეთში;
- ირანი: ისლამურმა რესპუბლიკის მაუწყებელმა გამოუშვა „ამერიკული ოჯახის“ რიმეიქი, სახელწოდებით „ნახევარი სისხლი“, რომლის პრემიერაც 2014 წლის 30 ივნისს შედგა. ირანულ ვერსიაში ფილ დანფის თინეიჯერი ბიჭი ცვლის, ამ ცვლილების გამო ჰეილის შეყვარებული დილანიც ჩანაცვლებულია ახლო მეგობრით. ამასთან, ქვეყნის კანონების გამო მიჩელისა და კემერონის ქორწინება მთლიანად ამოღებულია, ირანულ ვერსიაში მათ არც ბავშვები ჰყავთ და აქვთ უბრალო ჰომოსექსუალური ურთიერთობა.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Javier Delgado (Character). Imdb.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 29, 2017. ციტირების თარიღი: July 1, 2018
- ↑ Gloria Pritchett by actor sofia vergara. ABC.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — June 20, 2014.
- ↑ Jay Pritchett by actor ed o neill. ABC.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — June 20, 2014.
- ↑ DeDe Pritchett (Character). Imdb.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 27, 2017. ციტირების თარიღი: July 1, 2018
- ↑ 'Modern Family' Season Finale Rests in Peace. Yahoo (May 23, 2013). ციტირების თარიღი: June 18, 2014
- ↑ Frank Dunphy (Character). Imdb.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — იანვარი 8, 2017. ციტირების თარიღი: July 1, 2018
- ↑ Modern Family Source >> Joe Pritchett. modern-family.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — March 20, 2015.
- ↑ Manny Delgado by actor rico rodriquez. ABC.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — June 20, 2014.
- ↑ Merle Tucker Photos. ABC.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — July 14, 2014.
- ↑ Barb Tucker Photos. ABC.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — July 14, 2014.
- ↑ Cameron Tucker by actor eric stonestreet. ABC.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — June 20, 2014.
- ↑ Mitchell Pritchett by actor tyler ferguson. ABC.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — June 20, 2014.
- ↑ Claire Dunphy by actor julie bowen. ABC.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — June 20, 2014.
- ↑ Phil Dunphy by actor ty burrell. ABC.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — June 20, 2014.
- ↑ Lily Tucker-Pritchett by actor aubrey anderson emmons. ABC.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — June 20, 2014.
- ↑ 16.0 16.1 Haley Dunphy by actor sarah hyland. ABC.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — June 20, 2014.
- ↑ Alex Dunphy by actor ariel winter. ABC.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — იანვარი 15, 2014. ციტირების თარიღი: აგვისტო 18, 2020.
- ↑ Luke Dunphy by actor nolan gould. ABC.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — June 20, 2014.
- ↑ "Full Series Rankings For The 2009–10 Broadcast Season". Deadline Hollywood. Archived from the original on June 30, 2013. Retrieved December 11, 2012.
- ↑ Gorman, Bill (October 21, 2010). "Glee, Dancing, Modern Family, Castle Lead Season's Ratings Gainers, CSI:NY, Lie To Me, House Lead Losers". TV by the Numbers. Tribune Digital Ventures. Archived from the original on October 24, 2010. Retrieved October 21, 2010.
- ↑ Seidman, Robert (September 23, 2010). "ABC Turns in its Strongest Wednesday in Nearly 10 Months; 'Modern Family' Opens as Wednesday's No. 1 TV Show". TV by the Numbers. Tribune Digital Ventures. Archived from the original on September 26, 2010. Retrieved September 23, 2010.
- ↑ Seidman, Robert (October 19, 2010). "TV Ratings Broadcast Top 25: Modern Family, Glee, Grey's Anatomy, Glee, Sunday Night Football, DWTS, NCIS Top Week 4 Viewing". TV by the Numbers. Tribune Digital Ventures. Archived from the original on October 22, 2010. Retrieved October 19, 2010.
- ↑ Gorman, Bill (May 26, 2011). "2010–11 Season Broadcast Primetime Show Viewership Averages". TV by the Numbers. Tribune Digital Ventures. Archived from the original on June 20, 2011. Retrieved June 2, 2011.
- ↑ Gorman, Bill (June 9, 2011). "'Modern Family' Tops DVR Ratings Gain for the 2010–11 Season; 'Fringe' Has Biggest % Increase By DVR". TV by the Numbers. Tribune Digital Ventures. Archived from the original on July 9, 2012. Retrieved June 13, 2011.
- ↑ Villarreal, Yvonne (October 30, 2011). "'Modern Family': Savior of the sitcom". The Los Angeles Times. Archived from the original on October 30, 2011. Retrieved October 29, 2011.
- ↑ Katz, Josh (December 27, 2016). "'Duck Dynasty' vs. 'Modern Family': 50 Maps of the U.S. Cultural Divide". The New York Times. Archived from the original on March 29, 2017. Retrieved February 25, 2017.