ადვოკატურა
ადვოკატურა (ლათ. advocatus — „მოწოდებული“) — ორგანიზაციული წარმონაქმნი, სადაც მუშაობენ ადვოკატთა კოლეგიების წევრები, აგრეთვე სხვა პირები, რომლებიც კანონმდებლობის შესაბამისად უფლებამოსილნი არიან აწარმოონ საადვოკატო საქმიანობა.
ადვოკატთა კოლეგიის უმადლესი ორგანო — საერთო კრება ან კონფერენცია — ირჩევს ადეოკატთა კოლეგიის პრეზიდიუმს, რომელიც ქალაქებსა და რაიონებში იურიდიულ კონსულტაციებს ქმნის და მათში სამუშაოდ ანაწილებს ადვოკატებს. მხოლოდ პრეზიდიუმია უფლებამოსილი კოლეგიის წევრად მიიღოს ან კოლეგიიდან გარიცხოს ვინმე. ადვოკატთა კოლეგიაში შესვლა, ე. ი. ადეოვატად გახდომა შეუძლია უმაღლესი იურიდიული განათლებისა და სპეციალობის მიხედეით 2 წლის მუშაობის სტაჟის მქონე პირს.
ადვოკატის ამოცანაა დაიცვას მოქალაქეებისა და საწარმო-დაწესებულებათა უფლებები და კანონიერი ინტერესები. როცა ცალკეულ მოქალაქეს, ან საწარმო-დაწესებულებას იურიდიული დახმარება სჭირდება, იურიდიული კონსულტაცია სათანადო ხელშეკრულებას დებს მასთან.
ისტორია
რედაქტირებაავოკატურა ანტიკურ ხანაში ადმოცენდა. რომის რესპუბლიკაში ადეოკატობა თავისუფალ და საპატიო პროფესიად ითვლებოდა. კორპორაციის სახე იმპერიის პერიოდში მიიღო. კაპიტალისტურ ქეეყნებში არ არსებობს ადვოკატურის შექვნის ერთიანი პრინციპი. ზოგიერთ სახელმწიფოში ადვოკატები ორ კატეგორიად იყოფიან. ინგლისში — ბარისტერებად და სოლისიტორებად საფრანგეთში — ადეოკატებად და რწმუნებულებად (ავუე) . სასამართლოში გამოსვლის უფლება მხოლოდ ბარისტერს აქვს, სოლისიტორი კი ხელშეკრულებას დებს კლიენტთან და ბარისტერისთვის ამზადებს საქმეს, მას შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ნაკლებმნიშენელოვან საქმეთა განხილეაშიც.
რუსეთში ადოკატურა შეიქმნა 1864 წელს სასამართლო რეფორმის საფუძველზე. სასამართლო პალატებთან ჩამოყალიბდა ნაფიც ვექილთა საბჭოები. 1874 წელს ადვოკატურა მთლიანად დაექვემდებარა სასამართლოს და შეიქმნა კერძო ვექილთა ინსტიტუტი. 1917 წელს ძველი ადვოკატურა გაუქმდა, 1922 წელს აღდგა, როგორც თვითმმართველი საზოგადოებრივი ორგანიზაცია.
საქართეელოში ადვოკატურა დაარსდა 1922 წელს. იმავე წელს მიიღეს ადვოკატურის პირველი დებულება.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 90.