კამელოტი (ტელესერიალი)

კამელოტი (ინგლ. Camelot) — 2011 წელს გამოსული ბრიტანულ-ამერიკული ისტორიულ-ფენტეზის ჟანრის მინი-ტელესერიალი, რომელიც მოგვითხრობს ბრიტანეთის ლეგენდარული მეფის, არტურის გამეფებისა და აღზევების ისტორიას.

კამელოტი
ჟანრი ისტორიული დრამა
ფენტეზი
ეფუძნება `Matter of Britain`
სცენარი კრის ჩიბნოლი
მაიკლ ჰირსტი
ლუიზ ფოქსი
ტერი კაფოლა
სტივ ლაითფუთი
სარა ფელპსი
თომას მოლორი
რეჟისორი მიქაელ სოლომონი
სტეფან შვარცი
კაირან დონელი
ჯერემი პოდესვა
მიშელ მაკლარენი
მონაწილეობენ ჯოზეფ ფიენსი
ჯეიმი კამპბელ ბოუერი
ევა გრინი
ტამზინ ეგერტონი
კლერ ფორლენი
პიტერ მუნი
კლივ სტენდენი
ფილიპ ვინჩესტერი
ჩიპო ჩანგი
სინედ კუზაკი
კომპოზიტორ(ებ)ი მაიკლ დანა
ჯეფ დანა
ქვეყანა ირლანდია
კანადა
გაერთიანებული სამეფო
შეერთებული შტატები
ენა ინგლისური
სეზონი 1
სერია 10
წარმოება
ხანგრძლივობა 44 წუთი
ეთერში 25 თებერვალი, 2011 — 10 ივნისი, 2011
რესურსები ინტერნეტში
საიტი

სერიალის გადაღებები 2010 წლის ზაფხულში დაიწყო[1][2]. საპილოტე ეპიზოდი ეთერში 2011 წლის 25 თებერვალს გავიდა[3]. მის დებიუტს ძლიერი შეფასებები მოჰყვა და შემდეგში ემის ჯილდოც მოიპოვა ორიგინალური ქუდის მუსიკისათვის. იგეგმებოდა მისი რამდენიმე სეზონის გადაღება, მაგრამ 2011 წლის 30 ივნისს ტელეკომპანია Starz-მა გამოაცხადა, რომ ახალი სეზონის შეკვეთას აღარ აპირებდნენ, რისი მიზეზიც მთავარ მსახიობებს, ევა გრინს, ჯეიმი კამპბელ ბოუერსა და ჯოზეფ ფიენს შორის არსებული კონფლიქტი გახდა[4][5].

სიუჟეტი რედაქტირება

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

სერიალის მოქმედება მეხუთე საუკუნის ბრიტანეთში ხდება. რომაელთა ბატონობა ახალი დასრულებულია, ბრიტანეთში რამდენიმე სამეფოა ჩამოყალიბებული, რომელთა შორისაც გამუდმებული შუღლი და ომი მძვინვარებს. კამელოტის მეფე უთერის მოულოდნელი გარდაცვალებით კი მთელს ბრიტანეთს ქაოსში ჩაძირვის საფრთხე ემუქრება. ამ პირობებში კამელოტის ტახტის დაკავებას უთერის ქალიშვილი, მორგანა ცდილობს, რომელმაც მოწამლა მამა და აქვს ჯადოქრობის ნიჭი.როგორც ირკვევა, მეფე უთერმა თავისი პირველი ცოლი, ანუ მორგანას დედა, უსამართლოდ მოკლა თავისი საყვარლის გამო, მორგანა კი მონასტერში გაუშვა, რამაც იგი გააბოროტა და გადააწყვეტინა მამაზე შურისძიება. თუმცაღა, მის გადედოფლებას ერთი ძლიერი მოწინააღმდეგე უჩნდება. გამოჩენილ წინასწარმეტყველ მერლინს ხილვები აქვს, რომელთა მიხედვითაც იგი ხედავს, რომ მეფე უთერს თავისი მეორე ცოლისაგან დარჩა ძე, იმპულსური ხასიათის ახალგაზრდა პრინცი არტური, რომელიც ტახტის პირველი მემკვიდრეა. როგორც ირკვევა, არტური დაბადების შემდეგ გლეხების ოჯახში გააშვილეს, თუმცა მერლინი მას პოულობს და კამელოტში ჩაიყვანს. იქ მას თან მიჰყავს თავისი გამზრდელი მამა და მისი ვაჟი, კამელოტში კი არტურს მისი ბიოლოგიური დედა, ლედი იგრაინი ხვდება სერ ლანსელოტთან და სხვა მის მოკავშირე რაინდებთან ერთად. თუმცაღა, არტურმა უნდა დაამტკიცოს, რომ ნამდვილად მომავალი მეფეა, რისთვისაც იგი იძულებულია აძვრეს ჩანჩქერის თავზე და ამოიღოს იქ ჩარჭობილი ღვთიური მახვილი, რომლის ამოღებასაც, წინასწარმეტყველების მიხედვით, მხოლოდ ბრიტანეთის ნამდვილი მეფე შეძლებდა. იგი მახვილს იღებს, მეფედ ჯდება და იწყებს დანგრეული კამელოტის ხელახლა აშენებას, რის პარალელურადაც მორგანა თავის მოკავშირე მეფე ლოტთან ერთად ჯარებს აგროვებს მის დასამხობად.

ბრძოლაში დამარცხების შემდეგ მეფე ლოტი კვდება და არტური ტახტს ინარჩუნებს, თუმცა მორგანა გადარჩა და უთერის ძველ სასახლეში რჩება. მალევე მის მთავარ მოკავშირეებად გვევლინება ბოროტი მონაზონი სიბილა, რომელიც მორგანა პენდრაგონს ეხმარება არტურის წინააღმდეგ ინტრიგების ხლართვაში.

რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, მორგანა გადაწყვეტს, რომ ძმას თავი მეგობრად მოაჩვენოს, რის გამოც თავის ციხესიმაგრეში მის პატივსაცემ ნადიმს მართავს, სადაც იგი მის მოწამვლას ცდილობს, თუმცა არ გამოსდის. სერიალის უკანასკნელ ეპიზოდში მორგანა გადაწყვეტს არტურისაგან ვაჟი გააჩინოს, რაც მას მის დამხობას გაუადვილებს, ამის გამო იგი თავის ნიჭს იყენებს და არტურის საყვარელი ლედი გვინევერას სახეს იღებს, რის გამოც იგი მასთან სარეცელს იყოფს.

მსახიობები რედაქტირება

  •  
    ჯეიმი კამპბელ ბოუერი
     
    ევა გრინი
    ჯოზეფ ფიენსი — მერლინი, ჯადოქარი და არტურის მთავარი დამხმარე;
  • ჯეიმი კამპბელ ბოუერი — მერე არტური;
  • ევა გრინი — მორგანა პენდრაგონი, მეფე უთერის ასული, არტურის ამბიციური ნახევარ-და, რომელსაც აქვს ჯადოქრობის ნიჭი და ცდილობს ტახტის მიტაცებას;
  • ტამზინ ეგერტონი — ლედი გვინევერა, კამელოტელი დიდებული, არტურის მხარდამჭერი და საყვარელი, მისი რაინდის, ლანსელოტის საცოლე;
  • კლერ ფორლენი — იგრაინი, არტურის ბიოლოგიური დედა და მეფე უთერის მეორე ცოლი;
  • ჩიპო ჩანგი — ვივიენი, ჯერ მეფე უთერის, შემდეგ კი მორგანას მსახური;
  • სინედ კუზაკი — სიბილა, მონაზონი, მორგანას მთავარი მხარდამჭერი;
  • პიტერ მუნი — კეი, არტურის ფორმალური უფროსი ძმა, რომელიც მისი გამზრდელი მშობლების ღვიძლი შვილია;
  • კლივ სტენდენი — გავაინი, არტურის რაინდი და მებრძოლი;
  • ფილიპ ვინჩესტერი — ლანსელოტი, ჯერ მეფე უთერის, შემდეგ კი არტურის რაინდი და ერთგული თანამებრძოლი;
  • ლარა ჯენ ჩოროსტეკი — გვინევერას ბიძაშვილი;
  • სებასტიან კოჩი — მეფე უთერი, არტურისა და გვინევერას მამა;
  • ჯეიმზ პურეფოი — მეფე ლოტი, მეომარი მეფე, მორგანას მოკავშირე;
  • დერეგ ომალი — ლეოდიგრანსი, გვინევერას მამა;
  • სენ პერტუი — სირ ექტორი, არტურის გამზრდელი და კეის ბიოლოგიური მამა;

სქოლიო რედაქტირება

  1. Gorman, Bill (20 December 2010)."Starz Sets April 1st Premiere Date For "Camelot," A New Take On The Timeless Tale Of King Arthur," . TV by the Numbers. Archived from the original on 22 December 2010. Retrieved 20 December 2010.
  2. "Press Room - Camelot". Starz. Archived from the original on 31 October 2013. Retrieved 6 October 2013.
  3. ComicBookResources.com დაარქივებული 2016-04-01 საიტზე Wayback Machine. , retrieved 26 February 2011.
  4. Matt Webb Mitovich (30 June 2011)."Starz Cancels Camelot, Citing 'Production Challenges'" დაარქივებული 2012-01-18 საიტზე Wayback Machine. . TVLine. Retrieved 8 February 2013.
  5. Twitter დაარქივებული 2013-01-14 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links Archived 14 January 2013 at Archive.today, retrieved 30 June 2011.