მერლინი
მერლინი (უელს. Myrddin) — ლეგენდარული პერსონაჟი, უფრო მეტად ცნობილი, როგორც ჯადოსანი მეფე ართურის ლეგენდებიდან და შუასაუკუნოვანი უელსური პოეზიიდან. პირველად ნახსენებია ჯეფრი მონმაუთელის ნაშრომში „Historia Regum Britanniae“ (დაახლ. 1136) და შთაგონებულია რამდენიმე მანამდე არსებული ისტორიული თუ ლეგენდარული პიროვნებით. თავად ჯეფრის ნამუშევრებში გაერთიანებულია ორი ელემენტი. პირველია ამბები მირდდინ ვილტზე (მერლინუს კალედონენსისზე). იგი იყო ჩრდილო-ბრიტონელი წინასწარმეტყველი, რომელსაც მეფე ართურთან კავშირი არ ჰქონია. მეორეა თქმულებები რომაულ-ბრიტანული ომების მხედართმთავარ ამბროსიუს აურელიანუსზე. ასე ჯეფრიმ შექმნა შერწყმული მერლინ ამბროსიუსი (უელს. Myrddin Emrys). თქმულებების მიხედვით, მერლინი დასაფლავებულია საფრანგეთში, პემფონტის ტყეში.
მერლინი | |
---|---|
პირველი გამოჩენა | Prophetiae Merlini, |
შემქმნელი | ჯეფრი მონმაუთელი |
ინფორმაცია | |
საქმიანობა | ჯადოსანი |
მეორე ნახევარი | ტბის ქალბატონი, ფერია მორგანა |
ჯეფრის მიერ წარმოდგენილმა მერლინმა პოპულარობა შეიძინა, განსაკუთრებით უელსში.[1] შემდგომში სხვა მწერლებმა განავრცეს პერსონაჟის ბიოგრაფია. როგორც წესი, იგი აღწერილია, როგორც „კამბიონი“, ინკუბის და ადამიანის ჰიბრიდი ზებუნებრივი ძალებით.[2] მერლინი თავად არის პასუხისმგებელი ართურის დაბადებაზე, მაგიის თუ ინტრიგის გამოყენებით.[3] სხვა ავტორების ნაშრომებში მერლინი ართურის მრჩეველია და დატყვევებული და მოჯადოებულია ტბის ქალბატონის მიერ.[3]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „მერლინი“ ვიკისაწყობში.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ლოიდ-მორგანი, კერიდვენ. "Narratives and Non-Narrtives: Aspects of Welsh Arthurian Tradition." Arthurian Literature. 21. (2004): 115–136.
- ↑ კეთრინ მერი ბრიგზი (1976). An Encyclopedia of Fairies, Hobgoblins, Brownies, Boogies, and Other Supernatural Creatures, გვ.440. ნიუ-იორკი: Pantheon Books. ISBN 0-394-73467-X
- ↑ 3.0 3.1 ჯეფრი მონმაუთელი (1977). რედ. ლუის თორპი: The History of the Kings of Britain, Penguin Classics. Penguin Books. ISBN 0-14-044170-0.