ჯანეტ ნაპოლიტანო
ჯანეტ ნაპოლიტანო (ინგლ. Janet Ann Napolitano; დ. 29 ნოემბერი, 1957, ნიუ-იორკი) — ამერიკელი პოლიტიკოსი, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მდივანი (2009-2013 წწ.). არიზონის შტატის გუბერნატორი (2003-2009 წლებში). 2012 წელს დაიკავა მეცხრე ადგილი ჟურნალ Forbes-ის მიერ შედგენილი მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიანი ქალის სიაში და 2013 წლის ყველაზე გავლენიანი ქალების ათეულში. 2013 წლიდან კალიფორნიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი. ამერიკის ფილოსოფოსთა საზოგადოების წევრი 2018 წლიდან. 2008 წელს გაზეთი „The New York Times“ მას მოიხსენიებდა იმ ქალბატონებს შორის ვინც შეიძლება გამხდარიყო აშშ-ის პირველი ქალი პრეზიდენტი[1].
ჯანეტ ნაპოლიტანო Janet Napolitano | |
კალიფორნიის უნივერსიტეტის მე-20 პრეზიდენტი | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | 30 სექტემბერი, 2013 |
წინამორბედი | მარკ იუდოფი |
არიზონის შტატის 21-ე გუბერნატორი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
6 იანვარი, 2003 – 21 იანვარი, 2009 | |
წინამორბედი | ჯეინ დი ჰალი |
მემკვიდრე | ჯეინ ბრიუერი |
დაბადებული | 29 ნოემბერი, 1957 ნიუ-იორკი, აშშ |
პოლიტიკური პარტია | დემოკრატიული პარტია |
განათლება | სანტა-კლარას უნივერსიტეტი, ვირჯინიის უნივერსიტეტი |
რელიგია | მეთოდიზმი |
ხელმოწერა |
ბიოგრაფია
რედაქტირებაჯანეტ ნაპოლიტანო დაიბადა 1957 წლის 29 ნოემბერს ნიუ-იორკში, ნიუ-იორკის შტატი, ჯეინ მარისა და ლეონარდ მაიკლ ნაპოლიტანოს ოჯახში. მამამისი იყო იტალიური წარმოშობის ემიგრანტის შთამომავალი, ხოლო დედას ჰქონდა გერმანული და ავსტრიული ფესვები. ნაპოლიტანო სარწმუნოებით არის მეთოდისტი. გაიზარდა ქალაქ პიტსბურგში, პენისლვანიის შტატში. 1979 წელს დაასრულა კალიფორნიის შტატის სანტა-კლარას უნივერსიტეტი, სადაც მიიღო პოლიტოლოგიის ბაკალავრის ხარისხი. 1983 წელს ვირჯინიის უნივერსიტეტის იურიდიულ სკოლაში მიიღო სამართლის დოქტორის ხარისხი. სასწავლებლის დასრულების შემდეგ დაკავებული იყო იურიდიული მოღვაწეობით.
1993 წელს ბილ კლინტონმა დანიშნა აშშ-ის ფედერალურ პროკურორად არიზონაში, 1999 წლიდან 2002 წლამდე იგი იყო შტატის გენერალური პროკურორი. 2002 წელს ნაპოლიტანომ გაიმარჯვა არიზონის გუბერნატორის არჩევნებში. მან განსაკუთრებული ყურადღება მიმართა განათლების, მასწავლებელთა ხელფასების გაზრდის მიმართულებით და ასევე ებრძოდა არალეგალურ იმიგრაციას. თუკი მისი გუბერნატორობის დასაწყისში შტატის ბიიუჯეტის დეფიციტი დაახლოებით ერთი მილიარდი დოლარი იყო, 2006 წლისათვის ბიუჯეტი უკვე პროფიციტური გახდა 300 მილიონი დოლარით. 2005 წელს ჟურნალმა ტაიმმა იგი შეიყვანა ხუთი საუკეთესო გუბერნატორის სიაში.
2008 წლის დასასრულს აშშ-ის ჯერ კიდევ არჩეულმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გამოაცხადა, რომ ჯანეტ ნაპოლიტანოს დანიშნავდა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მდივნად. 2009 წლის იანვარში სენატმა მისი კანდიდატურა დაამტკიცა. ამავე დღეს მან მოიხსნა არიზონის გუბერნატორი უფლებამოსილებები. ახალ თანამდებობაზე იგი მუშაობას ოფიციალურად შეუდგა 21 იანვარს და ეს თანამდებობა ეკავა 2013 წლის 6 სექტემბრამდე.
2013 წლის სექტემბრიდან არის კალიფორნიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი. 2015 წლიდან არის ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი. 2010 წელს გადაეცა თომას ჯეფერსონის ფონდის მედალი.
პირადი ცხოვრება
რედაქტირებანაპატალიანო კალათბურთის გულშემატკივარია და რეგულარულად თამაშობს ჩოგბურთსა და სოფტბოლს[2]. უყვარს ასევე ლაშქრობა, ძირითდად ლაშქრობს არიზონის შტატში მდებარე მთებში, ნიუ-მექსიკოს შტატის სანდიას მთებში, ჰიმალაიში და კილიმანჯაროზე[3].
ნაპოლიტანო არასოდეს ყოფილა გათხოვილი და არ ჰყავს შვილები. ამის გამო, მისი ზოგიერთი პოლიტიკური ოპონენტი სპეკულირებდა მისი სექსუალური ორიენტაციის შესახებ[4]. ნაპოლიტანომ 2016 წელს კიბისთან დაკავშირებული მკურნალობა გაიარა.[5]. 2017 წლის 17 იანვარს ნაპოლიტანო ოკლენდის საავადმყოფოში გადაიყვანეს, კიბოს მკურნალობასთან დაკავშირებული გართულებების გამო[6][7]. ჰოსპიტალიდან გამოწერეს ამავე წლის 23 იანვარს[8].
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Zernike, Kate (May 18, 2008). „She Just Might Be President Someday“. New York Times.
- ↑ "Ariz. governor picked for Homeland Security post". The Guardian. Retrieved December 4, 2008.
- ↑ "10 Things You Didn't Know About Janet Napolitano", US News and World Report. Retrieved December 4, 2008.
- ↑ Crawford, Amanda J.. (September 24, 2006) Marriage debate divides Arizona. azcentral.com. ციტირების თარიღი: 2013-01-12.
- ↑ Reuters. (January 17, 2017) JANET NAPOLITANO HOSPITALIZED DURING CANCER TREATMENT. Jerusalem Post. ციტირების თარიღი: January 23, 2017.
- ↑ Matier & Ross. (January 22, 2017) Napolitano's cancer treatment took UC regents by surprise. San Francisco Chronicle. ციტირების თარიღი: January 23, 2017.
- ↑ Nick Anderson. (January 17, 2017) UC President Janet Napolitano hospitalized with cancer. Washington Post. ციტირების თარიღი: January 23, 2017.
- ↑ UC President Napolitano Returns To Work After Hospitalization. CBS (January 23, 2017). ციტირების თარიღი: January 23, 2017.