ჯანის ქეი დრინკვაინ „ჯეინ“ ბრიუერი (ინგლ. Janice Kay «Jan» Brewer, დ. 26 სექტემბერი, 1944, ჰოლივუდი, ლოს-ანჯელესი, კალიფორნია) — ამერიკელი პოლიტიკოსი, აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი. არიზონის შტატის 22-ე გუბერნატორი 2009-2015 წლებში. ჯეინ ბრიუერი მეოთხე და ზედიზედ მესამე ქალბატონია, რომლებმაც დაიკავეს არიზონის გუბერნატორის თანამდებობა. ბრიუერი გუბერნატორი გახდა მემკვიდრეობის ხაზით და არა არჩევნებით, რადგან მისმა წინამორბედმა ჯანეტ ნაპოლიტანომ თანამდებობა დატოვა და დანიშნეს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მდივნად, ხოლო ჯეინ ბრიუერს 2003-2009 წლებში ეკავა არიზონის შტატის მდივნის თანამდებობა, კონსტიტუციით სწორედ მას ერგო გუბერნატორის თანამდებობა.

ჯეინ ბრიუერი
Jan Brewer
ჯეინ ბრიუერი Jan Brewer
არიზონის შტატის 22-ე გუბერნატორი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
21 იანვარი, 2009 – 5 იანვარი, 2015
წინამორბედიჯანეტ ნაპოლიტანო
მემკვიდრედაგ დიუსი

არიზონის მე-18 მდივანი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
7 იანვარი, 2003 – 21 იანვარი, 2009
წინამორბედიბეტსი ბეილისი
მემკვიდრეკენ ბენეტი

დაბადებული26 აგვისტო, 1944
ჰოლივუდი, კალიფორნია, აშშ
პოლიტიკური პარტიარესპუბლიკური პარტია
განათლებაგლენდეილის კოლეჯი
რელიგიალუთერანობა
ხელმოწერა

ბიოგრაფია

რედაქტირება

ჯეინ ბრიუერი დაიბადა 1944 წლის 26 სექტემბერს ლოს-ანჯელესში, კალიფორნიის შტატში, ედი და პერიო უილფორდ დრინკვაინის ოჯახში. მამამისი ნევადის შტატში ამერიკული საწყობის სამოქალაქო ხელმძღვანელი იყო. მაშინ როდესაც ჯეინი 11 წლის იყო, საწყობის ქიმიური ნივთიერებების მოქმედების შედეგად გარდაიცვალა მამამისი, რის შემდეგაც მისი ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა კალიფორნიაში. ბრიუერს აქვს ინგლისური და ნორვეგიული ფესვები.

ჯეინ ბრიუერმა მიიღო გლენდეილის კოლეჯის რადიოლოგიური ტექნოილოგიების სერტიფიკატი და მცირე დროით მუშაობდა კალიფორნიის ქალაქ გლენდეილში. ამ პერიოდში დაქორწინდა ჯონ ლეონ ბრიუერზე და ისინი 1970 წელს საცხოვრებლად გაემგზავრნენ ქმრის მშობლიურ შტატ არიზონაში. წყვილი კვლავ დაბრუნდა არიზონის ქალაქ გლენდეილში, სადაც ჯონი გახდა წარმატებული თერაპევტი.

პოლიტიკური კარიერა

რედაქტირება

1983 წლიდან 1987 წლამდე ბრიუერი იყო არიზონის შტატის წარმომადგენელთა პალატის წევრი, ხოლო 1987-1996 წლებში არიზონის სენატის წევრი. სენატის წევრობის უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში კი რესპუბლიკელთა უმრავლესობის ფრაქციის ხელმძღვანელი. 1996 წელს ბრიუერი აირჩიეს მარიკოპის ოლქის სამეურვეო საბჭოს წევრად და ამ თანამდებობაზე მუშაობდა ექვსი წელი.

2002 წელს ბრიუერმა თავისი კანდიდატურა წარადგინა არიზონის შტატის სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე. არჩევნებზე მან გაიმარჯვა და დემოკრატ კრის კამისკის გადაუსწრო 23 000 ხმით. 2009 წლის 21 იანვარს გახდა არიზონის შტატის გუბერნატორი, მას შემდეგ, რაც ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ წინა გუბერნატორი ჯანეტ ნაპოლიტანო დანიშნა ეროვნული უსაფრთხოების მდივნად. 2010 წლის 2 ნოემბერს მორიგ არჩევნებზე იგი მეორე ვადით აირჩიეს. მან მიიღო ხმების 55 %, ხოლო მისმა მოწინააღმდეგემ, დემოკრატმა ტერი გიოდარდმა 42 %.

2010 წლიდან გამოდის არიზონას შტატში ვაჭრობაზე გადასახადის გაზრდის ინიციატივით.

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

ნევადაში ყოფნისას ბრიუერი დაოჯახდა ჯონ ლეონ ბრიუერზე. მათ შეეძნათ სამი შვილი, მათგან ერთ-ერთი გარდაიცვალა 2007 წელს სიმსივნისაგან. მეორე შვილი დამნაშავედ სცნეს ქალზე ძალადობის გამო 1989 წელს და 22 წელის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იწვა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება