ნევადა

(გადამისამართდა გვერდიდან ნევადის შტატი)

ნევადა (ინგლ. Nevada /nəˈvædə/) — შტატი აშშ-ის დასავლეთ ნაწილში. მისი ფართობი 286,350 კმ²-ია, ხოლო მოსახლეობა დაახლოებით 2.7 მილიონი კაცი. ამ მაჩვენებლით ის სიდიდით მეშვიდე და მოსახლეობით 35-ე შტატია აშშ-ში. მთელი მოსახლეობის დაახლოებით 2/3 ცხოვრობს ლას-ვეგასის აგლომერაციაში,[2] რომელიც შედგება სამი დიდი ქალაქისაგან.[3]. ნევადის შტატის დედაქალაქია კარსონ-სიტი.

ნევადა
ნევადის დროშა ნევადის გერბი
მეტსახელი: Silver State
დევიზი: All For Our Country
დედაქალაქი კარსონ-სიტი
ოფიციალური ენა
გუბერნატორი Joe Lombardo
საკანონმდებლო ორგანო ნევადას საკანონმდებლო ორგანო
ფართობი 286 380 კმ²
მოსახლეობა 3 104 614[1] კაცი
უმაღლესი წერტილი ბაუნდერი-პიკი
უდაბლესი წერტილი კოლორადო
შტატი გახდა 31 ოქტომბერი, 1864
სასაათო სარტყელი წყნაროკეანური დროის სარტყელი, სამთო სასაათო სარტყელი და ამერიკა/ლოს-ანჯელესი
საფოსტო აბრევიატურა NV და Nev.
მოსაზღვრე რეგიონები კალიფორნია, ორეგონი, აიდაჰო, იუტა და არიზონა
ადმინისტრაციული დაყოფა
საიტი nv.gov

ნევადა ძირითადად წარმოდგენილია უდაბნოებითა და სემიარიდული ტერიტორიებით, რომელთა ძირითადი ნაწილი მოქცეულია დიდი აუზის ფარგლებში. დიდი აუზის სამხრეთით არსებული რაიონები, მდებარეობს მოხავეს უდაბნოს ტერიტორიაზე. შტატის მიწების 86% აშშ-ის მთავრობის საკუთრებაა სხვადასხვა იურისდიქციის ქვეშ, როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო.[4]

სახელწოდება ნევადა მომდინარეობს მის ახლოს მდებარე სიერა-ნევადის მთებიდან, რაც ესპანურად დათოვლილ მთებს ნიშნავს. ევროპელებთან კონტაქტამდე დღევანდელი შტატის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ ამერიკის მკვიდრი მოსახლეობა პაიუტების, შოშონებისა, და უოშოს ტომები.[5] თავიდან ტერიტორია ესპანეთის კუთვნილება იყო და შედიოდა ალტა-კალიფორნიის შემადგენლობაში, ხოლო მექსიკის დამოუკიდებლობისათვის ომის შემდეგ ის მექსიკის მფლობელობაში გადავიდა. 1848 წლის ამერიკა-მექსიკის ომის შემდეგ ტერიტორია აშშ-ის მფლობელობაში გადავიდა და 1850 წელს იუტის ტერიტორიის ნაწილი გახდა. 1859 წელს კომსტოკ-ლოდში ვერცხლის აღმოჩენის შემდეგ ამ ადგილებში დაიწყო მოსახლეობის სწრაფი ტემპებით ზრდა, რამაც ხელი შეუწყო 1861 წელს ნევადის ტერიტორიის შექმნას იუტის ტერიტორიის დასავლეთ ნაწილში. 1864 წლის 31 ოქტომბერს ნევადა გახდა აშშ-ის რიგით 36-ე შტატი.[6]

აზრტული თამაშების ლეგალიზებამ, დაქორწინებისა და გაყრის პროცედურის სიმარტივემ ნევადა XX საუკუნის მთავარ ტურისტულ ცენტრად აქცია.[7][8] ტურიზმის ინდუსტრია შტატის შემოსავლის მთავარი წყაროა.[9] ნევადის შტატი მსოფლიოში ოქროს მწარმოებლებს შორის მეოთხე ადგილზეა.[10]

ნევადას ოფიციალურად „ვერცხლის შტატს“ უწოდებენ მის ისტორიასა და ეკონომიკაში ვერცხლის დიდი მნიშვნელობის გამო. ის აგრეთვე ცნობილია როგორც „ბრძოლაში დაბადებული შტატი“, რადგანაც მან დამოუკიდებლობა სამოქალაქო ომის პერიოდში მოიპოვა და „აბზინდის შტატი“ სიმბოლური მცენარის გამო.

ნევადა აშშ-ის უდიდესი ჩაკეტილი ტერიტორიის მქონე შტატია, რომელსაც არ გააჩნია სახმელეთო სახღვარი კანადასა და მექსიკასთან.

ეტიმოლოგია

რედაქტირება

სახელწოდება „ნევადა“ მომდინარეობს ესპანურიდან და „დათოვლილს“ ნიშნავს. სახელის წარმოშობა დაკავშირებულია შტატის დასავლეთ ნაწილში მდებარე სიერა-ნევადის მთებთან, რაც ესპანურად დათოვლილ მთებს ნიშნავს.

გეოგრაფია

რედაქტირება
 
ნევადის სიმაღლეების ფერადი ციფრული რუკა

ნევადა მდებარეობს აშშ-ის დასავლეთ ნაწილში, მისი ფართობი 286.367 კმ²-ია. შტატს დასავლეთიდან ესაზღვრება კალიფორნია, ჩრდილოეთიდან ორეგონი და აიდაჰო, აღმოსავლეთიდან იუტა, ხოლო სამხრეთ აღმოსავლეთიდან არიზონა. ნევადის ჩრდილოეთი ნაწილი მდებარეობს დიდი აუზის ფარგლებში, რომელიც ძირითადად უდაბნოებით არის წარმოდგენილი და ხასიათდება ცხელი ზაფხულითა და საკმაოდ ცივი ზამთრით. მთის მასივები სადაც ზოგიერთი მწვერვალის სიმაღლე 4000 მეტრს აღწევს, მიუხედავად გარშემო არსებული უდაბნოებისა, ქმნიან ვრცელ ტყის მასივებს.

 
განთიადი რინოში.
 
ნევადის ლანდშაფტი რეიჩელთან ახლოს

შტატის სამხრეთი ნაწილის მესამედი, იქ სადაც მდებარეობს ქალაქი ლას-ვეგასი უკავია მოხავეს უდაბნოს. ამ მიწების დიდი ნაწილის სიმაღლე, ზღვის დონიდან 1200 მეტრზე დაბლა მდებარეობს. ეს ტერიტორია ზამთარში მცირე რაოდენობით ნალექებს იღებს, ხოლო ზაფხულში კი მუსონები ახდენენ მასზე დიდ გავლენას. ნევადის სამხრეთში ყველაზე გამორჩეული ქედია - სპრინგ-მაუნტინსი, რომელიც მდებარეობს ლას-ვეგასის დასავლეთით. შტატის უკიდურეს სამხრეთ ნაწილში, ნევადის, კალიფორნიისა და არიზონის საზღვარზე მდებარეობს მდინარე კოლორადო.

ნევადის შტატში ყველაზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა 1994 წლის 29 ივნისს უკიდურეს სამხრეთში და შეადგინა 52°С. ყველაზე დაბალი ტემპერატურა −46 °C აღინიშნა 1937 წლის 8 იანვარს შტატის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში სან-ხაკინტოში. ნევადის კლიმატი არიდული და სემიარიდულია, რის გამოც შტატის მთელი ტერიტორია ხასიათდება მაღალი ტემპერატურით. ზამთარი ჩრდილოეთ ნაწილში საკმაოდ მკაცრი და ხანგრძლივია, ხოლო სამხრეთში მოკლე და რბილი. ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა 180 მმ-ს აღწევს, თუმცა ცალკეულ რაიონებში შეიძლება 1000 მმ-მდე მიაღწიოს.

პოლიტიკურ-ადმინისტრაციულად ნევადა იყოფა ოლქებად. კარსონ-სიტი ოფიციალურად წარმოადგენს კონსოლიდირებულ მუნიციპალიტეტს, მაგრამ შტატის კანონის მიხედვით წარმოადგენს ოლქს. 1919 წლის მდგომარეობით შტატი იყოფოდა 17 ოლქად. 1969 წელს შტატის საკანონმდებლო ხელისუფლების მიერ გაუქმდა ორმსბის ოლქი და მის ადგილას იმავე საზღვრებში შეიქმნა კარსონ-სიტის კონსოლიდირებული მუნიციპალიტეტი.

ნევადის ოლქები
ოლქის სახელი ოლქის ცენტრი დაარსების თარიღი მოსახლეობა 2000 პროცენტულობა ფართობი (კმ²) პროცენტულობა სიმჭიდროვე (კმ²)
კარსონ-სიტი კარსონ-სიტი 1861 52.457 2.63 % 378,1 0.13 % -
ჩერჩილი ფალონი 1861 23.982 1.20 % 13009,5 4.54 % -
კლარკი ლას-ვეგასი 1908 1.375.765 68.85 % 20955,6 7.32 % -
დუგლასი მაინდენი 1861 41.259 2.06 % 1911,4 0.67 % -
ელკო ელკო 1869 45.291 2.27 % 44555,5 15.56 % -
ესმერალდა გოლდფილდი 1861 971 0.05 % 9295,4 3.25 % -
ევრიკა ევრიკა 1869 1.651 0.08 % 10826,1 3.78 % -
ჰუმბოლდტი უინემუკა 1856/1861 16.106 0.81 % 25014,1 8.74 % -
ლანდერი ბატლ-მაუნტინი 1861 5.794 0.29 % 14294,1 4.99 % -
ლინკოლნი პიოჩე 1866 4.165 0.21 % 27549,7 9.62 % -
ლიონი იერინგტონი 1861 34.501 1.73 % 5221,4 1.82 % -
მინერალი ჰოუთორნი 1911 5.071 0.25 % 9875,6 3.45 % -
ნაი ტონოპა 1864 32.485 1.63 % 47031,6 16.43 % -
პერშინგი ლავლოკი 1919 6,693 0.33 % 15716 5.49 % -
სტორი ვირჯინია 1861 3.399 0.17 % 683,7 0.24 % -
უოშოუ რინო 1861 339.486 16.99 % 16967 5.93 % -
უაიტ-პაინი ილი 1869 9.181 0.46 % 23043,1 8.05 % -
სულ ოლქი: 17 1.998.257 286328,5 -

დემოგრაფია

რედაქტირება
მოსახლეობის ისტორია
აღწერა მოსახლეობა
18606 857
187042 941
188062 266
189047 355
190042 335
191081 875
192077 407
193091 058
1940110 247
1950160 083
1960285 278
1970488 738
1980800 493
19901 201 833
20001 998 257
20102 700 551
წყარო: 1910–2010[11]
ნევადის დემოგრაფია (აღწერა)
რასის მიხედვით თეთრები შავები აიამ* აზიელები მჰწკ*
2000 (სულ მოსახლეობა) 86.11% 7.67% 2.17% 5.67% 0.83%
2000 (მხოლოდ ესპანელები) 18.78% 0.44% 0.45% 0.25% 0.11%
2005 (სულ მოსახლეობა) 84.25% 8.58% 2.15% 6.87% 0.92%
2005 (მხოლოდ ესპანელები) 22.31% 0.69% 0.51% 0.30% 0.12%
მატება 2000–05 (სულ მოსახლეობა) 18.23% 35.25% 20.23% 46.27% 33.72%
მატება 2000–05 (მხოლოდ არაესპანელები) 11.17% 31.96% 16.39% 46.36% 33.55%
მატება 2000–05 (მხოლოდ ესპანელები) 43.57% 88.97% 34.74% 44.46% 34.84%
* აიამ არის ამერიკელი ინდიელები, ან ალასკის მკვიდრი მოსახლეობა; მჰწკ არის მკვიდრი ჰავაელები, ან წყნარი ოკეანის კუნძულელები

პოლიტიკა

რედაქტირება
საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები
წელი რესპუბლიკელები დემოკრატები
2008 42.65% 412,827 55.15% 533,736
2004 50.47% 418,690 47.88% 397,190
2000 49.49% 301,575 45.94% 279,978
1996 44.55% 198,775 45.60% 203,388
1992 34.71% 175,828 37.41% 189,148
1988 58.90% 206,040 37.91% 132,738
რეგისტირებული ამომრჩევლები 2010 წლის ივნისისათვის[12]
პარტია აქტიური ამომრჩეველი არააქტიური ამომრჩეველი სულ ამომრჩეველი პროცენტულობა
  დემოკრატები 456,672 126,158 580,393 43.10%
  რესპუბლიკელები 398,898 79,414 475,764 35.33%
  დამოუკიდებელი 163,816 49,731 213,329 15.84%
  მეორადი პარტიები 57,984 19,352 77,079 5.72%
სულ 1,077,370 274,655 1,346,565 100%

მნიშვნელოვანი ქალაქები და დასახლებები

რედაქტირება
 
ლას-ვეგასი
 
რინო
 
ელკო
 
კარსონ-სიტი
ქალაქი მოსახლეობა
ქალაქის ფარგლებში
ფართობი
კმ²
მოსახლეობის
სიმჭიდროვე
კმ²-ზე
ოლქი
1 ლას-ვეგასი 591,536 340 - კლარკი
2 ჰენდერსონი 265,790 206,4 - კლარკი
3 ჩრდილოეთ ლას-ვეგასი 216,672 203,3 - კლარკი
4 რინო 214,853 178,9 - უოშოუ
5 სანრაიზ-მეინორი 195,727 98,9 - კლარკი
6 პარადისი 186,070 121,9 - კლარკი
7 სპრინგ-ველი 175,581 86,5 - კლარკი
8 სპარკსი 88,518 61,9 - უოშოუ
9 კარსონ-სიტი 58,350 371,4 - კარსონ-სიტი
10 პეჰრამპი 44,614 771,5 - ნაი

პარადისი, სანრაიზ-მეინორი და სპრინგ-ველი შედიან ლას-ვეგასის აგლომერაციაში.

ოლქი მოსახლეობა
ოლქის ფარგლებში
ფართობი
კმ²
მოსახლეობის
სიმჭიდროვე
კმ²-ზე
უდიდესი ქალაქი
1 კლარკი 1,715,337 20486,8 - ლას-ვეგასი
2 უოშოუ 383,453 16425,7 - რინო
3 კარსონ-სიტი 56,146 403,2 - კარსონ-სიტი
4 დუგლასი 47,803 1838,8 - გარდნერვილ-რანჩოსი
5 ელკო 46,499 44493,4 - ელკო
6 ლიონი 44,646 5164,4 - ფერნლი
7 ნაი 38,181 47000,5 - პარამპი
8 ჩერჩილი 26,106 12766 - ფალონი
9 ჰუმბოლდტი 17,129 24988,2 - უინემუკა
10 უაიტ-პაინი 8,966 22988,7 - ილი

შენიშვნა: ცხრილი შედგენილია ნევადის შტატის მოსახლეობის 2004 წლის შეფასებისა და 2000 წლის მოსახლეობისა და ტერიტორიების აღწერის მონაცემებზე დაყრდნობით.

ნევადის 10 უმდიდრესი ადგილი

რედაქტირება

ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლის მიხედვით

ადგილი მშპ ოლქი
1 Incline Village-Crystal Bay $52,521 უოშოუ
2 Kingsbury $41,421 დუგლასი
3 Mount Charleston $38,821 კლარკი
4 Verdi-Mogul $38,233 უოშოუ
5 Zephyr Cove-Round Hill Village $37,218 დუგლასი
6 Summerlin South $33,017 კლარკი
7 Blue Diamond $30,479 კლარკი
8 Minden $30,405 დუგლასი
9 Boulder City $29,770 კლარკი
10 Spanish Springs $26,908 უოშოუ

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 2020 United States Census / აშშ-ის სტატისტიკური აღწერის ბიურო
  2. Table 2. Annual Estimates of the Population of Combined Statistical Areas: April 1, 2000 to July 1, 2009 (CBSA-EST2009-02) (CSV). 2009 Population Estimates. აშშ-ის სტატისტიკური აღწერის ბიურო, Population Division (2010-03-23). ციტირების თარიღი: 2010-04-19.
  3. http://www.census.gov/popest/cities/tables/SUB-EST2009-04-32.csv
  4. Federal Land Acres in Nevada. US Dept. of the Interior, Bureau of Land Management. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-09-30. ციტირების თარიღი: 2009-05-07.
  5. "Early Native Americans", "nevada-history.org", accessed Dec 27, 2010
  6. Rocha, Guy "Myth #12 – Why Did Nevada Become a State?" დაარქივებული 2013-10-24 საიტზე Wayback Machine. , "Nevada State Library and Archives", accessed Jan 9, 2011
  7. Bible, Bill "Protect Gaming's Legacy", "Las Vegas Sun", August 11, 2000, accessed Jan 9, 2011
  8. Jain, Priya "Betty Goes Reno", "Slate", July 21, 2010, accessed January 9, 2011
  9. "Nevada Employment & Unemployment Estimates for November 2010" დაარქივებული 2017-05-25 საიტზე Wayback Machine. , "Nevada Department of Employment, Training, and Rehabilitation"
  10. "Frequently Asked Questions", Nevada Mining Association, accessed January 7, 2011
  11. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-23. ციტირების თარიღი: 2012-01-18.
  12. Voter Registration Statistics – 2010 Elections. Nevada Secretary of State. ციტირების თარიღი: 2010-07-07.
წინამორბედი:
დასავლეთი ვირჯინია
აშშ-ის შტატად გახდომის თარიღი
31 ოქტომბერი, 1864 (36-ე)
შემდეგი:
ნებრასკა