ჯეინ დი ჰალი
ჯეინ დი ჰალი (ინგლ. Jane Dee Hull; დ. 8 აგვისტო, 1935, კანზას-სიტი — გ. 16 აპრილი, 2020, ფინიქსი, არიზონა) — ამერიკელი პოლიტიკოსი და მასწავლებელი. აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი. არიზონის შტატის მე-20 გუბერნატორი. მეორე ქალი გუბერნატორი შტატის ისტორიაში როუზ მოფორდის (1988-1991 წწ.) შემდეგ. არიზონის შტატის მე-16 მდივანი ([1995]]-1997 წწ.).
ჯეინ დი ჰალი Jane Dee Hull | |
არიზონის შტატის მე-20 გუბერნატორი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
5 სექტემბერი, 1997 – 6 იანვარი, 2003 | |
წინამორბედი | ჯონ ფაიფ სიმინგტონი |
მემკვიდრე | ჯანეტ ნაპოლიტანო |
არიზონის მე-16 მდივანი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
2 იანვარი, 1995 – 5 სექტემბერი, 1997 | |
წინამორბედი | რიჩარდ მაჰონი |
მემკვიდრე | ბეტსი ბეილესი |
არიზონის წარმომადგენელთა პალატის წევრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1979 – 1993 | |
დაბადებული | 8 აგვისტო, 1935 კანზას-სიტი, მისური, აშშ |
გარდაცვლილი | 16 აპრილი, 2020 (84 წლის) |
პოლიტიკური პარტია | რესპუბლიკური პარტია |
განათლება | კანზასის უნივერსიტეტი, არიზონის შტატის უნივერსიტეტი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაჯეინ დი ჰალი (დაბადებით ბოუერსოკი) დაიბადა ქალაქ კანზას-სიტში, მისურის შტატი. სწავლობდა კანზას-სიტის უნივერსიტეტში, სადაც მან მიიღო განათლების ბაკალავრის ხარისხი. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ ასწავლიდა კანზასის დაწყებით სკოლაში, ხოლო შემდეგ ნავახოს ხალხის სკოლაში ჩინლიში, სადაც მისი მეუღლე მუშაობდა ექიმად.
1962 წელს ბარი მორის გოლდუოტერის სიტყვის მოსმენის შემდეგ ჯეინ დი ჰალი გადავიდა არიზონის შტატში[1]. 1964 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე იგი აგიტაციას უწევდა გოლდუოტერს[2].
1978 წელს ჯეინ დი ჰალი აირჩიეს არიზონის წარმომადგენელთა პალატის წევრად აშშ-ის რესპუბლიკური პარტიიდან, სადაც მუშაობდა 14 წლის განმავლობაში. 1989-1992 წლებში იყო პალატის სპიკერი და ამ თვალსაზრისით გახდა არიზონის წარმომადგენელთა პალატის პირველი ქალი სპიკერი.
1991 წელს, როდესაც ჰალი იყო სპიკერი, არიზონის საკანონმდებლო ორგანო გაეხვა მსხვილ პოლიტიკურ სკანდალში, რომელსაც ეწოდა AZSCAM, რომლის საფუძელზეც თანამდებობიდან გადადგა ან თანამდებობას ჩამოაშორეს და პალატის და სენატის წევრის მანდატი დათმო ათმა წევრმა. იმისათვის, რომ აღედგინათ საკანონმდებლო ორგანოს პრესტიჟი საზოგადოების თვალში, სპიკერმა ჯეინ დი ჰალმა გაატარა მთელი რიგი ეთიკური რეფორმები.
1994 წელს ჰალი აირჩიეს შტატის მდივნად. 1997 წლის 5 სექტემბერს, მას შემდეგ რაც, გუბერნატორი ჯონ ფაიფ სიმინგტონი გადადგა თაღლითობის ბრალდებით, ჯეინ დი ჰალი გახდა გუბერნატორი[3]. რადგან არიზონაში არ არსებობს ვიცე-გუბერნატორის თანამდებობა, ამიტომ გუბერნატორის თანამდებობა დაიკავა მდივანმა.
1998 წელს ჰალი აირჩიეს მეორე ვადით. ეს არჩევნები იმით გახდა საინტერესო, რომ აშშ-ის ისტორიაში პირველად ხუთი მაღალი თანამდებობა ერთდროულად დაიკავეს ქალბატონებმა: ჯეინ დი ჰალი (გუბერნატორი), ბეტსი ბეილესი (შტატის მდივანი), ჯანეტ ნაპოლიტანო (გენერალური პროკურორი), კეროლ სპრინგერი (ხაზინადარი) და ლაიზა კიგენი (განათლების ინსპექტორი). 2002 წელს ჰალმა კონსტიტუციური აკრძალვის გამო ვერ იყარა კენჭი გუბერნატორად და იგი შეცვალა ჯანეტ ნაპოლიტანომ. გუბერნატორობის პერიოდში ჰალს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა აშშ-ის არიზონელ სენატორ ჯონ მაკ-კეინთან, ამიტომ 2000 წელს მხარი დაუჭირა მის ოპონენტს, ტეხასის გუბერნატორს ჯორჯ ბუშ უმცროსს. თავის მხრივ, ჰალი განიხილებოდა, როგორც აშშ-ის ელჩობის კანდიდატი მექსიკაში[4].
თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ ჰალი სამი თვის განმავლობაში იყო აშშ-ის დელეგაციის წევრი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე[5].
2016 წლის 15 სექტემბერს როუზ მოფორდის გარდაცვალების შემდეგ ჯეინი გახდა არიზონის შტატის ყველაზე ხანგრძლივად მცხოვრები გუბერნატორი და და ასევე ხანგრძკლივად მცხოვრები შტატის მდივანი. არიზონის ქალაქ ჩენდლერში ჯეინ დი ჰალის პატივისცემის ნიშნად მისი სახელი ეწოდა დაწყებით სკოლას.
ჯეინ დი ჰალი დაოჯახებულია ტერი ჰალზე, მათ ჰყავთ ოთხი შვილი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Biography of Jane Dee Hull დაარქივებული 2006-02-13 საიტზე Wayback Machine. from the United States Mission to the United Nations
- Governor Jane Dee Hull (Jeff Scott's biography)
- Alt-Fuels Fiasco (Synopsis by Arizona Republic)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Todd S. Purdum.. (September 5, 1997) Once Again in Arizona, Secretary of State Is Suddenly Thrust Into the Job of Governor. New York Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-03. ციტირების თარიღი: 2012-08-20.
- ↑ Jane Dee Hull.. The Challenge of Public Service. The Power of Character. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-04-17. ციტირების თარიღი: 2012-08-20.
- ↑ Todd S. Purdum.. (September 4, 1997) Arizona Governor Convicted Of Fraud and Will Step Down. New York Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-03. ციტირების თარიღი: 2012-08-20.
- ↑ Richard L. Berke.. (October 25, 1999) McCain Having to Prove Himself Even in Arizona. New York Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-03. ციტირების თარიღი: 2012-08-20.
- ↑ Former Governor Jane Dee Hull – Twenty-Five Years in Arizona Government. Arizona State University (September 23, 2007). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-03-06. ციტირების თარიღი: 2012-08-20.