როუზ მოფორდი
როუზ მოფორდი (ინგლ. Rose Mofford; დ. 8 აგვისტო 1922, გლობი, არიზონა — გ. 15 სექტემბერი 2016, ფინიქსი, არიზონა) — ამერიკელი პოლიტიკოსი, არიზონის მე-18 გუბერნატორი 1988-1991 წლებში და მე-13 შტატის მდივანი 1977-1988 წლებში. იგი არიზონის შტატის პირველი ქალი მდივანი და პირველი ქალი გუბერნატორია.
როუზ მოფორდი Rose Mofford | |
არიზონის მე-18 გუბერნატორი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
4 აპრილი, 1988 – 6 მარტი, 1991 | |
წინამორბედი | ევან მიჩემი |
მემკვიდრე | ჯონ ფაიფ სიმინგტონი |
არიზონის მე-13 მდივანი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
20 ოქტომბერი, 1977 – 4 აპრილი, 1988 | |
წინამორბედი | უესლი ბოლინი |
მემკვიდრე | ჯეიმზ შამვეი |
დაბადებული | 8 აგვისტო, 1922 გლობი, არიზონა |
გარდაცვლილი | 15 სექტემბერი, 2016 ფინიქსი, არიზონა |
პოლიტიკური პარტია | დემოკრატიული პარტია |
მეუღლე | ტ. რ. მოფორდი |
ხელმოწერა |
ბიოგრაფია
რედაქტირებაადრეული წლები
რედაქტირებაროუზ მოფორდი (დაბადებით როუზ პერიკა) დაიბადა 1922 წლის 10 ივნისს ქალაქ არიზონის შტატის ქალაქ გლობში. იგი ჯონი და ფრენსის პერიკების ექვსი შვილიდან ყველაზე უმცროსი იყო, მათი ოჯახი აშშ-ში ავსტრია-უნგრეთიდან გადასახლდნენ. როუზ მოფორდი იყო გლობის საშუალო სკოლის კლასის პირველი ქალი პრეზიდენტი. გამოირჩეოდა სწავლაში და სპორტში მიღწეული წარმატებებით. თამაშობდა კალათბურთს და იყო სოფტბოლის სრულიად ამერიკული გუნდის წევრი[1]. 1939 წელს დაამთავრა სკოლა და მამის თხოვნით უარი თქვა პროფესიონალი კალათბურთელის კარიერაზე[2].
სახელმწიფო სამსახური
რედაქტირებასაშუალო სკოლის დასრულების შემდეგ მოფორდი მუშაობდა შტატის ხაზინადარის ჯო ჰანტის მდივნად. ორი წლის შემდეგ, როდესაც ჰანტი დანიშნეს არიზონის საგადასახადო კომისიაში, მოფორდი თავის უფროსს გაჰყვა ახალ თანამდებობაზე[1]. 1945 წელს მიატოვა საგადასახადო კომისია და გახდა ჟურნალ Arizona Highways-ის კომერციული დირექტორი. 1947 წელს მოფორდი დაბრუნდა საგადასახადო კომისიაში პასუხისმგებელი მდივნის თანამდებობაზე. 1960 წელს, ჰანტის პენსიაზე გასვლის შემდეგ, ახალმა კომისარმა ტედ მურმა მოფორდი გაათავისუფლა შემდეგი სიტყვებით: „ჩვენ ვთვლით, რომ უკეთესი იქნება აღნიშნული თანამდებობა დაიკავოს მამაკაცმა.“[2][3]
საგადასახადო კომისიიდან განთავისუფლების შემდეგ, მოფორდი მუშაობდა შტატის მდივნის უესლი ბოლინის აღმასრულებელ მდივნად, ხოლო 1975 წელს გახდა სახელმწიფო შემოსავლების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე (ყოფილი საგადასახადო კომისია)[2].
პოლიტიკური კარიერა
რედაქტირებაროდესაც გუბერნატორმა რაულ ექტორ კასტრომ გამოაცხადა გადადგომა, რათა დაეკავებინა არგენტინაში ელჩის თანამდებობა, გუბერნატორის თანამდებობა დაიკავა შტატის მდივანმა უესლი ბოლინმა. არიზონაში არ არსებობს ვიცე-გუბერნატორის შტატი, ამიტომ შტატის მდივანი იკავებს პირველ ადგილს გუბერნატორის მემკვიდრეობის ხაზით. ბოლინმა თავის მხრივ მოფორდი დანიშნა შტატის მდივნად დარჩენილი ვადის ამოწურვამდე[4][5]. ბოლინი საკუთარ კაბინეტში გარდაიცვალა 1978 წლის 4 მაერტს. მიუხედავად იმისა, რომ მოფორდი შტატის მდივანი იყო, მან ვერ დაიკავა გუბერნატორის თანამდებობა, რადგან იგი არჩეული მდივანი არ ყოფილა, ასე იყო გათვალისწინებული არიზონის კონსტიტუციით. მოფორდი შტატის მდივნად აირჩიეს სამჯერ ზედიზედ 1978, 1982 და 1986 წლებში[3]. 1982-1983 წლებში იგი ასევე იყო შტატის მდივნების ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი[6].
1988 წლის 8 თებერვალს გუბერნატორ ევან მიჩემის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო. არიზონის კონსტიტუციით მას უფლებამოსილება შეუჩერდა და იგი გადაეცა მოფორდს, რომელიც გახდა გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი[4][7]. მიეჩემის გადადგომის შემდეგ 1988 წლის 4 აპრილს მოფორდი გუბერნატორი გახდა[8]. 1990 წელს მან განაცხადა, რომ მეორე ვადით არ აპირებდა კენჭისყრას[9].
უკანასკნელი წლები
რედაქტირებათანამდებობიდან გადადგომის შემდეგ მოფორდი სამოქალაქო და საქველმოქმედო საქმიანობებით დაკავდა[1]. 1997 წელს დაარსდა როუზ მოფორდის ფონდის სტიპენდია. მოფორდის პატივისცემის ნიშნად სოფტბოლის მოედანს ეწოდა მისი სახელი ბალტერეში და ფინიქსში[10][11].
2010 წლის გუბერნატორის არჩევნებში იყო გენერალური პროკურორის ტერი გოდარდის საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელი[12].
გარდაიცვალა 2016 წლის 15 სექტემბერს 94 წლის ასაკში, ფინიქსში[13].
პირადი ცხოვრება
რედაქტირება1957 წელს როუზი გათხოვდა ფინიქსის პოლიციის კაპიტანზე, ტ. რ. მოფორდზე. ათი წლის შემდეგ ისინი დაშორდნენ, მაგრამ დარჩნენ მეგობრებად. მათ შვილები არ შეძენიათ[3].
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Jeffrey Scott.. Rose Mofford//Arizona's Governors. jeff.scott.tripod.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-03. ციტირების თარიღი: 2012-08-18.
- Arizona Governor Rose Mofford. National Governors Association, www.nga.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-03. ციტირების თარიღი: 2012-08-18.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 Jon Kamman.. (Apr. 25, 2007) BIO - Rose Mofford. The Arizona Republic. ციტირების თარიღი: 2012-08-18.
- ↑ 2.0 2.1 2.2 Marianne M. Jennings. Rose Mofford // The Arizona governors, 1912-1990 / John L. Myers. — Phoenix: Heritage Publishers, 1989. — P. 177. — ISBN 0-929690-05-2.
- ↑ 3.0 3.1 3.2 Lindsey Gruson.. (February 7, 1988) Jokes Aside, She is Acting Governor. New York Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-03. ციტირების თარიღი: 2012-08-18.
- ↑ 4.0 4.1 „Mofford is New State Secretary“ (ინგლისური). The Prescott Courier. April 4, 1978. ციტირების თარიღი: 2012-08-19.
- ↑ „Rose Mofford Will Seek Office“ (ინგლისური). Kingman Daily Miner. April 5, 1978. ციტირების თარიღი: 2012-08-19.
- ↑ Marianne M. Jennings. Rose Mofford // The Arizona governors, 1912-1990 / John L. Myers. — Phoenix: Heritage Publishers, 1989. — P. 180. — ISBN 0-929690-05-2.
- ↑ „Replacement for Mecham Says She will be `Healing Governor“ (ინგლისური). The Spokesman-Review. February 9, 1988. pp. A2. ციტირების თარიღი: 2012-08-19.
- ↑ „Arizona's Mofford Sworn In“ (ინგლისური). The Milwaukee Sentinel. April 6, 1988. ციტირების თარიღი: 2012-08-19.[მკვდარი ბმული]
- ↑ Arizona Race in Turmoil As Governor Bows Out. New York Times (January 21, 1990). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-03. ციტირების თარიღი: 2012-08-19.
- ↑ Gary Dykman. (September 16, 1982). „Bagdad Trip Shows How Much Softball has Grown in Arizona“ (ინგლისური). Kingman Daily Miner. ციტირების თარიღი: 2012-08-18.
- ↑ „Park Named for Mofford“ (ინგლისური). Arizona Daily Star. June 11, 1997.
|access-date=
საჭიროებს მიეთითოს აგრეთვე|url=
(დახმარება) - ↑ Matthew Benson.. (Nov. 7, 2009) Governor's race in sight for Goddard. The Arizona Republic. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-03. ციტირების თარიღი: 2012-08-18.
- ↑ Bland, Karina; Harris, Craig (September 15, 2016). „Rose Mofford, first woman to serve as Arizona governor, has died“. The Arizona Republic. Phoenix, Arizona.