ჯავზის გოგრა, მუსკატური გოგრა, (ლათ. Cucurbita moschata) — ერთწლოვანი მცენარე გოგრისებრთა ოჯახისა, გოგრის გვარის სახეობა. ყვითელი ყვავილები აქვს. ნაყოფის ყუნწი მაგარი, ხუთწახნაგა და კრიალაა.

ჯავზის გოგრა
Cucurbita moschata Butternut 2012 G2.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Cucurbita moschata

საყოველთაოდ არის გავრცელებული მექსიკაში, კოლუმბიასა და პერუში. ინტროდუცირებულია და ფართოდ არის კულტივირებული ევრაზიის მრავალ ქვეყანაში. საქართველოში ცნობილია თაფლა გოგრის, ხურჯინას, ბორჩალური გოგრის სახელით, გავრცელებულია ქვემო ქართლის დაბლობ ზონაში.[1]

სქოლიორედაქტირება

  1. კვაჭაძე გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 201.