ხუჭუჭა

მცენარეთა გვარი

ხუჭუჭა (ლათ. Beckmannia) — მრავალწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარი მარცვლოვანთა ოჯახისა. გვარში ორი სახეობაა.

ხუჭუჭა
Beckmannia syzigachne
Beckmannia syzigachne
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
ქვეგანყოფილება:  ყვავილოვნები
კლასი:  ერთლებნიანები
ოჯახი:  მარცვლოვანნი
გვარი:  ხუჭუჭა
ლათინური სახელი
Beckmannia

გავრცელებულია ევროპაში, აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. საქართველოში გვხვდება ერთი სახეობა – Beckmannia cruciformis; ხუჭუჭა მეჩხერკორდიანი მცენარეა, გრძელი, მხოხავი ყლორტები აქვს. ღეროს სიმაღლე 15 (იშვიათად 30) სმ-ს აღწევს.

იზრდება აღმოსავლეთ საქართველოში მთის შუა სარტყელამდე ჭაობებსა და ტენიან მდელოებზე, მდინარისა და არხის პირზე. ხუჭუჭა ბალახისმჭამელებისათვის კარგი საკვები მცენარეა.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება