ხუტიის მყინვარი
მყინვარი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში
ხუტიის მყინვარი — ხეობის ტიპის მყინვარი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გულრიფშის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს აფხაზეთის კავკასიონზე, ხუტიის ქედის დასავლეთ კალთაზე, მდინარე კოდორის მარჯვენა შენაკადი — ხეცკვარის აუზში. სიგრძე 2,2 კმ, ფართობი 1,5 კმ². მყინვარის ენა მთავრდება ზღვის დონიდან 2000 მ სიმაღლეზე. ხუტიის მყინვარის ფირნის ხაზის სიმაღლე ზღვის დონიდან 3050 მ-ია.
ხუტიის მყინვარი
| |
---|---|
კოორდინატები: 43°10′01″ ჩ. გ. 41°48′48″ ა. გ. / 43.16694° ჩ. გ. 41.81333° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | გულრიფშის მუნიციპალიტეტი |
ქედი | აფხაზეთის კავკასიონი |
ფართობი | 1,5 კმ² |
სიგრძე | 2,2 კმ |
ტიპი | ხეობური |
ლიტერატურა
რედაქტირება- გობეჯიშვილი რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 519.