ხუბიარა

მთა საქართველოსა და რუსეთის საზღვარზე, კახეთის მხარეში და დაღესტანში

ხუბიარამთა საქართველოში, კახეთის მხარეში, ყვარლის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს კავკასიონის მთავარი ქედის მთავარ თხემზე, მდინარეების ჩელთისა (ალაზნის მარცხენა შენაკადი) და სიმურის (ავარიის ყოისუს მარცხენა შენაკადი) წყალგამყოფზე, საქართველოსა და რუსეთის დაღესტნის საზღვარზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 3104 მ. აგებულია ლიასური თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით. მთის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ კალთებზე რელიეფი მკაცრია, სამხრეთ და დასავლეთზე — შედარებით ნაზი. ხუბიარაზე შემორჩენილია მყინვარული ფორმები. შემოსილია ალპური ბალახმცენარეულობით.

ხუბიარა
ხუბიარის (ცენტრში) ხედი თელავიდან
ხუბიარის (ცენტრში) ხედი თელავიდან
კოორდინატები: 42°06′57″ ჩ. გ. 45°48′15″ ა. გ. / 42.11583° ჩ. გ. 45.80417° ა. გ. / 42.11583; 45.80417
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
რუსეთის დროშა რუსეთი
ტერიტორიული ერთეული კახეთის მხარე
დაღესტანი
სიმაღლე 3104 
ქედი კახეთის კავკასიონი
ამგებელი ქანები თიხაფიქალი და ქვიშაქვა
ხუბიარა — საქართველო
ხუბიარა
ხუბიარა — კახეთის მხარე
ხუბიარა
სურათები ვიკისაწყობში

ლიტერატურა რედაქტირება