ხედისმთა
მთა საქართველოსა და თურქეთის საზღვარზე
ხედისმთა (თურქ. Hedis Dağı) — მთა საქართველოში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს შავშეთის ქედის დასავლეთ ნაწილში, საქართველოსა და თურქეთის ართვინის პროვინციის საზღვარზე, მდინარე მაჭახელისწყლის მარცხენა შენაკადის — სკურდიდის სათავეში. სიმაღლე ზღვის დონიდან 2156 მ. აგებულია ეოცენური ტუფებითა და ტუფ-ბრექჩიებით. ქვემო და შუა კალთები შემოსილია შერეული ტყით, ზემო — მორეული სუბალპური მდელოს ბალახეულით. არის სათიბ-საძოვრები.
ხედისმთა | |
---|---|
კოორდინატები: 41°25′53″ ჩ. გ. 41°49′20″ ა. გ. / 41.431500° ჩ. გ. 41.822306° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო თურქეთი |
ტერიტორიული ერთეული | ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი ართვინის პროვინცია |
სიმაღლე | 2156 მ |
ქედი | შავშეთის ქედი |
ამგებელი ქანები | ტუფი და ტუფ-ბრექჩია |
ლიტერატურა
რედაქტირება- ჯაყელი ქ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 450.