ხახიეთის ტბა

ტბა საქართველოში, იმერეთის მხარეში

ხახიეთის ტბა1991 წლის მიწისძვრის შედეგად წარმოქმნილი ტბა საჩხერის მუნიციპალიტეტში, მდინარე ხახიეთისწყლის ხეობაში.

ხახიეთის ტბა
კოორდინატები: 42°24′02″ ჩ. გ. 43°36′00″ ა. გ. / 42.400750° ჩ. გ. 43.600000° ა. გ. / 42.400750; 43.600000
მდებარეობა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული საჩხერის მუნიციპალიტეტი (იმერეთის მხარე)
სიგრძე 0,3 კმ
სიგანე 0,08 კმ
მაქსიმალური სიღრმე 15 
ხახიეთის ტბა — საქართველო
ხახიეთის ტბა
ხახიეთის ტბა — იმერეთის მხარე
ხახიეთის ტბა

მიწისძვრის შედეგად ჩამოიშალა კლდე, რომელმაც გადაკეტა მდინარე ხახიეთისწყალის ვიწრო ხეობა და წარმოიქმნა 100 მეტრი სიგანის და 300 მ სიგრძის ტბა. მიწისძვრის შედეგად ჩამოშლილი მასალის ქვეშ მოჰყვა 20-კომლიანი სოფელი 45 მცხოვრებით. მდინარის დონე ჩამოშლილი მასალის ხარჯზე აიწია 20 მეტრით მაღლა. კლდეზვავური წარმოშობის ხახიეთის ტბა მდინარე ხახიეთისწყლის გაყოლებით სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ გადაჭიმულია დაახლოებით 300 მეტრზე, სიგანე 80 მეტრია, ხოლო მაქსიმალური სიღრმე 15 მეტრი.

ტბა 1991 წელს ცხეპარის მთიდან უზარმაზარი მასის ჩამოწყვეტის შედეგად მდინარე ხახიეთისწყლის ხეობის გადაკეტვის დროს წარმოიქმნა. ხახიეთის ტბის ფართობი მდინარე ხახიეთისწყლის წყალდიდობის შედეგად ნელ-ნელა მცირდება მდინარის მიერ ჩამოტანილი უზარმაზარი ნაშალი მასალის გამო. ტბის მიმდებარე ფერდობებზე მცენარეული საფარი, ძირითადად, მიწისძვრის შემდგომ პერიოდში განვითარდა. მცენარეულობიდან გვხვდება მურყანი, ტირიფი, თხილი, ბუჩქოვანი მცენარეები. ტბაში ბინადრობენ ამფიბიები, ქვეწარმავლები, თევზებიდან კალმახი, მურწა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • დვალაშვილი გ., ჯაფოშვილი მ., თაბაგარი ს., ჩიტიშვილი მ., დალაქიშვილი დ., ჩიქოვანი თ., საჩხერის მუნიციპალიტეტი (ტურისტული ობიექტების გეოგრაფიული კვლევა), თბ., 2018, გვ., 11-12