ხახვის ბუზი
ხახვის ბუზი (ლათ. Hylemyia antiqua) — მწერი ნამდვილი ბუზების ოჯახისა. ხახვის საშიში მავნებელია. ყველგანაა გავრცელებული. საქართველოში უმთავრესად იმ რეგიონებში გვხვდება, სადაც ხახვი და ნიორი მოჰყავთ. პატარა მწერია, სიგრძით 6-7 მმ, ნაცრისფერია, ზურგზე ოდნავ მწვანე ელფერი დაკრავს. ზრდასრული მატლი მოთეთროა. ნიადაგში ზამთრობს ცრუჭუპრის სახით, იქიდან გამოფრენილი ბუზი კვერცხს მცენარის ყელთან დებს. გამოჩეკილი მატლი შეიჭრება ბოლქვის რბილობში და იკვებება. მატლისაგან დაზიანებული ადგილები ლპება, მცენარე ვეღარ ვითარდება. საქართველოში ხახვის ბუზი 3 თაობას იძლევა. ხახვის ბუზი იკვებება დათესილი ხახვით, სათესლე ხახვით, ნიორით, პრასით, მრავალიარუსიანი ხახვით და სხვა მცენარეებით. იზამთრებს ნიადაგში.
ხახვის ბუზი | ||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ხახვის ბუზის მატლები | ||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||
| ||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||
Hylemya antiqua | ||||||||||
|
გავრცელების არეალი: დასავლეთი ევროპა, რუსეთი, ცენტრალური აზია, ჩინეთი, იაპონია, კორეა, ჩრდილოეთი ამერიკა და სხვ. საქართველოში ყველგან გვხვდება.
ბრძოლის ღონისძიებანი
რედაქტირებაკვერცხების დადების დაწყებამდე მცენარეზე ქლოროფოსის ან კარბოფოსის 3%-იანი სამუშაო ხსნარის შესხურება და გრანულირებული ქლოროფოსის ნიადაგში შეტანა 20-25 კგ/ჰა-ზე.
ლიტერატურა
რედაქტირება- ლ. შავკაციშვილი, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 447.