ქლოროფოსი
ქლოროფოსი (დილოქსი, დიპტერექსი, რიციფონი, ტუვონი, ტრიქლოროფონი) — ფართო სპექტრით მოქმედი ინსექტიციდი. იყენებენ სასოფლო-სამეურნეო მცენარეთა მავნებლებისა და სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა ექტოპარაზიტების წინააღმდეგ საბრძოლველად. ადამიანისა და ცხოველებისათვის საშუალოდ ტოქსიკურია. ეფექტურია ბუზების, ბაღლინჯოების და სხვა მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლაში.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 541.