კარბოფოსი (დითიოფოსფატი, მალათიონი) — ფართო სპექტრით მოქმედი ინსექტიციდი. ფოსფორორგანული ნაერთი, აკარიციდი. გამოიყენება კოღოების, ბუზების, ტკიპების, ბაღლინჯოებისა და სხვა მავნე მწერების წინააღმდეგ ბრძოლაში. ისინი ხილის, ბოსტნეულისა და დეკორატიული მცენარეულობის პარაზიტები არიან. დღეისათვის კარბოფოსი განდევნა უფრო დახვეწილმა და ადამიანისთვის უსაფრთხო სინთეტიკურმა ინსექტიციდმა — პირეთროიდებმა.

კარბოფოსი
კარბოფოსი: ქიმიური ფორმულა
კარბოფოსი: მოლეკულის ხედი
კარბოფოსი: სტრუქტურა
ზოგადი
ქიმიური ფორმულაC10H19O6PS2
მოლური მასა330,36 /მოლი
თერმული თვისებები
დნობის ტემპერატურა3 °C
დუღილის ტემპერატურა136 °C

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება