ბუზები (ლათ. Brachycera), მწერების ქვერიგი ორფრთიანების რიგისა. სხეულის სიგრძე 1-იდან 55 მმ-მდე მერყეობს. პირის ორგანო დაუნაწევრებელი ხორთუმია. თათების ბოლოზე აქვთ 2-2 მისაწოვარი, რაც გლუვ ზედაპირზე ცოცვის საშუალებას აძლევთ. ბუზების მატლი უფეხოა, ტოვებს უთავოს შთაბეჭდილებას. ზრდასრული ბუზები იკვებებიან ყვავილის ნექტარით, ცხოველის სისხლით, ხრწნადი ნივთიერებებით, ნაკელითა და სხვა. მატლები იკვებებიან ფოთლებისა და ფესვების ქსოვილებით, ხრწნადი ნივთიერებებით. პარაზიტობენ ცხოველურ ქსოვილებსა და ორგანოებში. გვხვდება როგორც მავნე, ისე სასარგებლო სახეობები. მავნე სახეობებს შორის არიან შინაური ცხოველების (იშვიათად ადამიანის) პარაზიტები, სისხლისმწოვი ბუზარები, ბაქტერიების, ჰელმინთების კვერცხების გადამტანნი, პროდუქტებისა და კულტურული მცენარეთა მავნებლები. სასარგერგებლო სახეობებს შორის არიან მცენარეების დამმტვერავნი, მტაცებლები და პარაზიტები, რომლებიც მავნე მწერებს ანადგურებენ. ბუზები ფართოდ არიან გავრცელებული. ქვერიგში 70-მდე ოჯახია, რომელთა უმრავლესობა აგრეთვე საქართველოს ტერიტორიაზეც არიან გავრცელებული: მაწუხელასებრნი, ჯორაბუზისებრნი, ბზუალასებრნი, ბიძგისებრნი, ჩუხჩუხელასებრნი, ზღარბაბუზისებრნი, მარცვლოვანთა ბუზები, მენაღმე ბუზისებრნი, ნამდვილი ბუზისებრნი, ბუზარასებრნი, ბორასებრნი და სხვა.

Musca domestica

ლიტერატურა

რედაქტირება