ჯორაბუზისებრნი

მწერებბის ოჯახი

ჯორაბუზისებრნი (ლათ. Asilidae) — მწერების ოჯახი ორფრთიანთა რიგისა. აქვთ მოძრავი თავი, დიდი თვალები, მჩხვლეტავი ხორთუმი, მოგრძო მუცელი. მსოფლიოში ცნობილია 4700-ზე მეტი სახეობა. ჯორაბუზისებრნი ფართოდ არიან გავრცელებული ველსა და უდაბნოს ზონაში. კავკასიაში გამოვლენილია 55 გვარის, 161 სახეობა. ჯორაბუზისებრნი მტაცებლები არიან, რითაც ზღუდავენ მავნე მწერების გამრავლებას. კვერცხებს მიწაში დებენ, განვითარება გრძელდება 18 დღე-ღამე. მატლები იკვებებიან მცენარეული ნივთიერებებით. სარგებელი მოაქვთ სოფლის მეურნეობისათვის, რადგან ანადგურებენ მავნე მწერების კვერცხებსა და მატლებს.

ჯორაბუზისებრნი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ფეხსახსრიანები
კლასი:  მწერები
რიგი:  ორფრთიანები
ოჯახი:  ჯორაბუზისებრნი
ლათინური სახელი
Asilidae

გალერეა რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება