ჩუხჩუხელასებრნი — ორფრთიანი მწერების ოჯახი მოკლეულვაშიანთა ქვერიგისა. უფრო ხშირად საშუალო ზომის (5-15 სმ) არიან, იშვიათად დიდებიც (25 სმ-მდე). ოჯახში ათასამდე სახეობაა. ძირითადად ტროპიკებშია გავრცელებული. კარგად ფრენენ, ხშირად ლივლივებენ ჰაერში. დიდი მნიშვნელობა აქვთ, როგორც მცენარეთა დამმტვერავებს. ზოგი მატლი მცენარეებზე ცხოვრობს და მწერებით იკვებება, ზოგი წყალში ბინადრობს და ხრწნადი ნივთიერებებეით და შლამით საზრდოობს. მრავალი მატლი მცენარეჭამიაა. ზოგი კრაზანებისა და ჭიანჭველების ბუდეში ბინადრობს.

ლიტერატურა

რედაქტირება