ზღარბაბუზისებრნი (Tachinidae) (ბერძნ. tachivos, იგივეა, რაც tachus — სწრაფი) — მწერების ოჯახი ორფრთიანების რიგისა. აერთიანებს 5 ათასამდე სახეობას, რომლებიც ფართოდ არიან გავრცელებული, განსაკუთრებით ტროპიკებში. ზღარბაბუზისებრთა სხეულის სიგრძე 2-იდან 20 მმ-მდეა. მათი მატლები პარაზიტობენ მწერებსა და სხვა უხერხემლოებზე. ზოგი სახეობა კვერცხმდებია, ზოგი — ცოცხლადმშობი. დედალი ზღარბაბუზისებრნი კვერცხებს დებს „პატრონის“, უმთავრესად მწერების მატლების სხეულზე, იშვიათად — მცენარეებზე. ზღარბაბუზისებრნით დიდი მნიშვნელობა აქვთ მავნე მწერებთან ბრძოლაში. მათი ბევრი სახეობა საგანგებოდ არის გადაყვანილი მრავალ ქვეყანაში ტყისა და სოფლის მეურნეობის მავნებლებთან (კოლორადოს ან იაპონური ხოჭო, არაფარდი აბრეშუმხვევია და სხვა) საბრძოლველად.

ზღარბაბუზისებრნი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ფეხსახსრიანები
კლასი:  მწერები
რიგი:  ორფრთიანები
ოჯახი:  ზღარბაბუზისებრნი
ლათინური სახელი
Tachinidae

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქსე, ტ. 4, გვ. 547, თბ., 1979