ხაჩმაზი
ხაჩმაზი (აზერ. Xaçmaz) — ქალაქი აზერბაიჯანის ჩრდილოეთში. ხაჩმაზის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მდინარე გუდიალჩაიზე. სარკინიგზო სადგური იმყოფება ბაქოდან 163 კმ-ით ჩრდილო-დასავლეთით გუდერმესი—ბაქოს ხაზზე.
ქალაქი | |
---|---|
ხაჩმაზი აზერ. Xaçmaz | |
![]() | |
ქვეყანა |
![]() |
რაიონი | ხაჩმაზის |
კოორდინატები | 41°28′15″ ჩ. გ. 48°48′35″ ა. გ. / 41.47083° ჩ. გ. 48.80972° ა. გ. |
დაარსდა | 1938 |
ამჟამინდელი სტატუსი | 1938 |
ცენტრის სიმაღლე | 42 მ |
მოსახლეობა | 39 900 კაცი (2012) |
ეროვნული შემადგენლობა | აზერბაიჯანელები, ლეზგები |
სასაათო სარტყელი | UTC+4, ზაფხულში UTC+5 |
სატელეფონო კოდი | +994 2332 |
საფოსტო ინდექსი | AZ2700 |
ისტორიარედაქტირება
XVIII საუკუნეში სოფელი სოფელ ბებელთან ერთად ეკუთვნოდა მუშკურის ოლქს, ცხოვრობდნენ სომხები და შედგებოდა 52 სახლისგან[1].
1898 წელს ბაქოდან პეტროვსკის პორტამდე არსებულ გზაზე აშენდა სარკინიგზო ვაგზალი[2]. 1938 წელს ხაჩმაზმა მიიღო ქალაქის სტატუსი[3].
მეორე მსოფლიო ომის დროს ფრონტზე წავიდა 8739 ხაჩმაზელი, რომელთაგან დაიღუპა 2800 ადამიანი. მოსკოვისათვის ბრძოლაში დაიღუპა 124 ხაჩმაზელი მაცხოვრებელი.[4] საბჭოთა პერიოდში მოქმედებდა საკონსერვო და ლუდის ქარხნები, მიმდინარეობდა ხალიჩების წარმოება.
დემოგრაფიარედაქტირება
1974 წელს ქალაქში ცხოვრობდა 24 ათასი ადამიანი[3]. 1989 წლის საბჭოთა კავშირის მოსახლეობის აღწერის მონაცემებით ხაჩმაზში ცხოვრობდა 28 990 ადამიანი[5]. 2009 წლის აზერბაიჯანის აღწერის მონაცემებით ქალაქში ცხოვრობდა 39 500 ადამიანი[6].
ღირსშესანიშნაობებირედაქტირება
- ჯუმა მეჩეთი
- კულტურის სახლი
- ისტორიულ-სამხარეო მუზეუმი[7]
- აზერბაიჯანის კულტურის მოღვაწეთა პარკი
- წმინდა ნიკოლის ტაძარი — აშენდა 1946 წელს[8]
სახელმწიფო დაწესებულებები[9]რედაქტირება
- ხაჩმაზის ელექტროსადგური
- ხაჩმაზის სახალხო სასამართლო
- ავტოსადგური
- საბაჟო სამმართველო
- წყალგაყვანილობის მილების სამმართველო
- ხაჩმაზის ცენტრალური საავადმყოფო
- საემიგრაციო სამსახურის სამმართველო
- სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრი
- ხაჩმაზის რაიონის აღმასრულებელი ხელისუფლება
- ხაჩმაზის რაიონის სამხედრო კომისარიატი
- ხაჩმაზის რაიონის ვეტერინარული სამმართველო
- ხაჩმაზის რაიონის ისტორიულ-სამხარეო მუზეუმი
- ხაჩმაზის რაიონის პროკურატურა
- იუსტიციის რეგიონალური განყოფილება
- ხაჩმაზის რაიონის პოლიციის სამმართველო
- ქალაქ ხაჩმაზის პირველი ნოტარიალური კანტორა
- სოციალური დაცვის სახელმწიფო ფონდის ხაჩმაზის რაიონული ფილიალი
- ჰეიდარ ალიევის სახელობის კულტურის სახლი
- ინფორმაციის და ტურიზმის რეგიონალური ცენტრი
- უძრავი ქონების სახელმწიფო რეესტრის რეგიონალური სამმართველო
- აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების სამინისტროს რეგიონალური სამმართველო
- ხაჩმაზის რაიონის მოსახლეობის სოციალური დაცვის ცენტრი
ეკონომიკარედაქტირება
ქალაქში ფუნქციონირებს საკონსერვო კომბინატი „კავკაზი“.
ცნობილი მაცხოვრებლებირედაქტირება
- ლალა აბასოვა — აზერბაიჯანის მილი მეჯლისის დეპუტატი, აზერბაიჯანის ჟურნალისტთა კავშირის წევრი, საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ქალი და პროგრესის“ თავმჯდომარე, ჰასან ბეი ზარდაბის სახელობის პრემიის ლაურეატი, 12 სიმღერის, 4 ენციკლოპედიური კრებულის და 1 მხატვრული წიგნის ავტორი.[10]
- თარვერდი ორუჯ ოღლი ბაირამოვი — შახიდი, ყარაბახის ომის მონაწილე. გმირულად დაიღუპა 1992 წლის 25 მაისს ზანგელანის დაცვის დროს. მისი გარდაცვალების შემდეგ, იმ სკოლას, სადაც სწავლობდა თარვერდი ბაირამოვი, მიენიჭა მისი სახელი.[11]
დამეგობრებული ქალაქებირედაქტირება
გალერეარედაქტირება
ლიტერატურარედაქტირება
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 446.
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
- საიტი ქალაქ ხაჩმაზისა და ხაჩმაზის რაიონის შესახებ დაარქივებული 2014-12-23 საიტზე Wayback Machine.
სქოლიორედაქტირება
- ↑ Материалы для новой истории Кавказа с 1722 по 1803 год П. Г. Буткова. СПб. 1869 глава 19 стр 94
- ↑ Цветущий яблоневый край. "ИЗВЕСТИЯ" (31.03.10). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-04-04. ციტირების თარიღი: 2017-12-11.
- ↑ 3.0 3.1 Хачмас. БСЭ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-17. ციტირების თარიღი: 2017-12-11.
- ↑ Хачмазский музей пользуется популярностью у туристов Читать полностью: http://news.day.az/society/428067.html
- ↑ Демоскоп Weekly — Приложение. Справочник статистических показателей.
- ↑ Азстат. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-15. ციტირების თარიღი: 2017-12-11.
- ↑ Ильхам Алиев принял участие в открытии Историко-краеведческого музея в Хачмазе // Официальный сайт Президента АР. 19 июля 2013.
- ↑ Свято-Никольский храм г.Хачмас
- ↑ Xaçmaz rayonu müəssisələrinin kataloqu
- ↑ Deputat Lalə Abbasova ilə fotosöhbət
- ↑ AZƏRBAYCAN ŞƏHİDLƏRİ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-02-27. ციტირების თარიღი: 2017-12-11.
- ↑ Хачмаз и Ялта стали городами-побратимами (რუსული)