ხაფლუს სასახლე
ხაფლუს სასახლე (ურდუ تھوقسی کھر) ასევე ცნობილია, როგორც იაბგო ხარი[1] — ძველი ციხე და სასახლე მდებარეობს ქალაქ ხაფლუში, გილგიტ-ბალტისტანი, პაკისტანი. სასახლე, რომელიც წარმოადგენს არქიტექტურული მემკვიდრეობის ძეგლად და მნიშვნელოვან ტურისტულ ღირსშესანიშნაობად,[2] ააგეს XIX საუკუნის შუა ხანებში, რათა შეეცვალა ახლომდებარე ადრინდელი პერიოდით დათარიღებული ციხესიმაგრე. ის ხაფლუს რაჯას სამეფო რეზიდენცია იყო.
2005 წლიდან 2011 წლამდე ხაფლუს სასახლეში ჩატარდა აღდგენითი სამუშაოები, რომელსაც ახორციელებდა აღა ხანის კულტურის ტრესტი აღა ხანის ისტორიული ქალაქების პროგრამის ფარგლებში. სასახლეში ამჟამად განთავსებულია სასტუმრო, რომელსაც მართავს Serena Hotels და მუზეუმი, რომელიც ასახავს ბალტისტანის ისტორიასა და კულტურას.[3]
მდებარეობა
რედაქტირებაქალაქი ხაფლუ მდებარეობს ბალტისტანის აღმოსავლეთ ნაწილში, ზღვის დონიდან 2 600 მეტრის სიმაღლეზე და წარმოადგენს განჩეს რაიონის ადმინისტრაციულ დედაქალაქს. ქალაქი მდებარეობს მდინარე შიოკზე, რომელიც მდინარე ინდის შენაკადია, მასზე გადის უძველესი სავაჭრო გზა ლადახისკენ.[4][5][6] ხაფლუს სასახლე მდებარეობს ქალაქ ხაფლუს ჩრდილოეთით და მდინარე შიოკის სამხრეთით, ყარაყორუმის მთების წინ.[7] სასახლის უკან, ხეობაში არსებული ბილიკი მიჰყვება გზას სოფელ ფარისკენ, რომელიც სკარდუს რაიონში მდებარეობს.[8]
ისტორია
რედაქტირებახაფლუს სასახლე ააგეს 1840 წელს ხაფლუს მეფის იაბგოს დაულათ ალი ხანის[4][9] მიერ, მას შემდეგ რაც ქაშმირის დოგრებმა, რომლებმაც რეგიონი დაიპყრეს, გადაწყვიტეს მთავრობის ადგილმდებარეობა ძველი ციხიდან გადაეტანათ. სასახლის ადგილი შეირჩა შემდეგი გზით: დიდი ქვა გადმოაგდეს ახლომდებარე კლდიდან და სადაც გაჩერდა, დოქსაის სოფელში, იქ ააგეს სასახლეც.[6] ადრინდელი ციხესიმაგრე მდებარეობდა ახლანდელი სასახლის ადგილთან ახლოს. ხაფლუს სასახლე გადააკეთეს ციხედ და სამეფო რეზიდენციად.[4][9] ჯეინ ე. დუნკანის გადმოცემით, ხაფლუს მოსახლეობა ცხოვრობდა ამ ციხის შიგნით და მათ არ ჰქონდათ უფლება აეშენებინათ სახლები მის გარეთ. მას შემდეგ, რაც ქაშმირის მაჰარაჯამ რეგიონზე კონტროლი აიღო, ეს ტრადიცია შეიცვალა, რამაც ადგილობრივ მეფეებს შორის მტრობის დასასრული გამოიწვია.[10]
1590-იან წლებში, წყლისა და სხვა რესურსების მიწოდების შეწყვეტით ხაფლუს ძველი ციხე დაიპყრო მაკპონის დინასტიის მმართველმა, ბალტისტანის მეფემ მურად ხანმა.[11] მურადის ჯარმა ციხეს სამი თვის განმავლობაში ალყა შემოარტყა, რის შედეგადაც ხაფლუს იაბგოს დინასტიის 62-ე მმართველი, რაჰიმ ხანი, დანებდა. ციხე კვლავ დაეცა და დამპყრობლების ხელში გადავიდა 1660-იან და 1674 წლებში.[7]
1972 წელს იაბგოს შთამომავლები ციხეში ცხოვრებას კვლავ აგრძელებდნენ მათი სამეფოს გაუქმების მიუხედავად. ხაფლუს უკანასკნელი მმართველი, რომელიც ამ სახლში ცხოვრობდა, იყო მეფე ფათაჰ ალი ხანი, რომელიც გარდაიცვალა 1983 წელს. მისი შვილი, მეფე ზაქრია, გარდაიცვალა 2020 წელს.[12]
არქიტექტურა
რედაქტირებასასახლე ააგეს ქაშმირისა და ბალტის ხელოსნების დახმარებით.[6] სასახლის სტრუქტურას, რომელიც მრავალი რეგიონის საზღვარზე მდებარეობს, ახასიათებს ტიბეტური, ქაშმირული, ლადაქის, ბალტის და შუა აზიური სტილის გავლენა.[13][14]
სასახლეს ოთხი სართული აქვს და აგებულია ხის, ტალახის აგურებით, თიხისა და ნიადაგის დუღაბის გამოყენებით.[6] სასახლის შესასვლელთან აღმართულია ამოჭრილი ხის კარი, რომელიც იაბგოს მეფე ჰათიმ ხანმა სკარდუს ციხიდან წამოიღო ბალტისტანის[15] უმეტესი ტერიტორიის დაპყრობის შემდეგ. მთავარი კარის შემდგომი კორიდორი, სადაც ადრე საცხენოსნო ადგილი იყო, სასახლის წინა ეზოში გადის. ეს ეზო ზეიმების დროს მუსიკალური ბენდის გამოსვლის ადგილი იყო, იაბგოს მეფეების მმართველობის პერიოდში. სასახლის ხის ჭერი დამუშავებულია ნაჭრებითა და საღებავებით, ლურსმნის გამოყენების გარეშე.[12] ზედა სართულზე მდებარე დარბაზი, რომელიც გამოიყენებოდა დასასვენებლად, გადაჰყურებს ყარაყორუმის ქედს და სასახლის გარშემო გაზონებს.[16] სასახლის სხვა ღირსშესანიშნავი ოთახებია სამეფო შეხვედრების ოთახი, სამეფო აივანი, პრინცესას გასახდელი ოთახი და დედოფლის ოთახი.[6]
სასახლის განახლების შემდეგ, საცხოვრებელი სივრცის ნაწილი სასტუმროდ გამოიყენება, რომელსაც მართავს Serena Hotels და დასაქმებულია ადგილობრივი ოჯახის 35 წარმომადგენელი. სასტუმროს 21 ოთახი აქვს, რომელთაგანაც ექვსი თავად სასახლის შენობაში მდებარეობს. მისი შემოსავლების 70 % ხაფლუს რეგიონის განვითარებას ხმარდება,[5][17] ხოლო სხვა ნაწილი მუზეუმის ფუნქციას ასრულებს.[3]
რესტავრაცია
რედაქტირებახაფლუს სასახლე ბალტისტანის მეორე ციხეა, რომელიც აღადგინა აღა ხანის კულტურის ფონდმა.[18][19] რესტავრაციის პროცესი დაიწყო 2005 წელს და დასრულდა 2011 წელს. პროექტი დაფინანსდა ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ, ისლამაბადში მათი საელჩოს მეშვეობით. USAID-მა ბალტის კულტურის საგამოფენო ცენტრის შექმნას ხელი შეუწყო, რომელიც ციხის ფართობის ორ მესამედს იკავებს.[14] რესტავრაცია ადგილობრივი საზოგადოების განვითარების მიზნით განხორციელდა, სადაც დასაქმებული იყო 400 ადგილობრივი ოჯახის წარმომადგენელი.[5] სარესტავრაციო ადგილის ტოპოგრაფიული მახასიათებლების გამოკვლევა დაიწყო 2005 წელს სადაც გამოიყენეს ელექტრონული მანძილის საზომი მოწყობილობები.[20] გამოკვლევამ ხელი შეუწყო სასახლის რამდენიმე დანგრეული ნაწილის თავდაპირველი მდგომარეობის დაბრუნებას. სარესტავრაციო პროექტი განხორციელდა ვენეციის ქარტიის სტანდარტების შესაბამისად.[20][21] რესტავრაციისთვის საჭირო მასალები შეიძინეს 30 მილიონ რუპიად, ხოლო მუშათა ანაზღაურებამ შეადგინა დაახლოებით 25 მილიონი რუპია.[6]
ჯილდოები
რედაქტირებასასახლის სარესტავრაციო სამუშაოები Virgin Holidays-ის მიერ დაფინანსდა, რადგან ამ პროექტმა ადგილობრივ მოსახლეობაზე სოციალური და ეკონომიკური გავლენა მოახდინა.[22] 2012 წელს სასახლემ Virgin Holidays-ის ტურიზმის მნიშვნელოვანი ჯილდო მოიპოვა „სიღარიბის შემცირების“ კატეგორიაში, როგორც საუკეთესო პროექტმა.[5][14] 2013 წელს სასახლეს მიენიჭა დისტინქციის ჯილდო UNESCO Asia Pacific Heritage Awards-ზე,[23] ინდოეთში ლალ-ჩიმნის კომპლექსთან და ავღანეთში დიდ სერაისთან ერთად.[24]
გარდა ამისა, ცნობილი სატელევიზიო სერიალი Dayar-e-Dil გადაღებულია ხაფლუს ციხეში.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Shah, Danial (June 2013). „Luxury with Heritage“ (PDF). Xpoze. Epoch Creatives. 6 (82). დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 15 October 2013. ციტირების თარიღი: 12 September 2013.
- ↑ (2003) Northern Areas: State of Environment and Development, Compiled by Scott Perkin, IUCN Pakistan, გვ. 119, 285. ISBN 969-8141-60-X.
- ↑ 3.0 3.1 „How we save our past glories“. The Nation. 9 September 2013. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 September 2013. ციტირების თარიღი: 11 September 2013.
- ↑ 4.0 4.1 4.2 Khawaja Jahan Zeb (July 2013). „Pakistan Tourism: Skardu – Baltistan“ (PDF). .de.pk. Pakistan German Business Forum: 30–31. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 12 October 2013. ციტირების თარიღი: 13 September 2013.
- ↑ 5.0 5.1 5.2 5.3 „Rescuing heritage: NGO gets tourism award for restoring 19th century palace in Baltistan“. The Express Tribune. 16 November 2012. ციტირების თარიღი: 14 September 2013.
- ↑ 6.0 6.1 6.2 6.3 6.4 6.5 Ashiq Faraz (28 July 2013). „Resurrecting an old Raja's palace“. The Express Tribune. ციტირების თარიღი: 14 September 2013.
- ↑ 7.0 7.1 „Residential castles (Khar) and mountain fortresses (Khardong) in Baltistan“. Tibet Encyclopedia (გერმანული). International Institute for Tibetan and Buddhist Studies. ციტირების თარიღი: 14 September 2013.
- ↑ Godfrey Thomas Vigne (1842). Travels in Kashmir, Ladak, Iskardo, the Countries Adjoining the Mountain-course of the Indus, and the Himalaya, North of the Panjab. London: Henry Colburn, გვ. 317–318.
- ↑ 9.0 9.1 Serena Khaplu Palace. Serena Hotels Pakistan. Serena Hotels. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 მაისი 2013. ციტირების თარიღი: 26 May 2013
- ↑ Jane Ellen Duncan (1906). A Summer Ride Through Western Tibet. Smith, Elder & Company, გვ. 220–222. ISBN 978-1149011423. OCLC 457353027.
- ↑ „Hatam Khan (ruler of Khaplu in Baltistan or Little Tibet)“. Tibet Encyclopedia. International Institute for Tibetan and Buddhist Studies. ციტირების თარიღი: 14 September 2013.
- ↑ 12.0 12.1 Kathleen Cox (1990). Fodor's the Himalayan Countries: North Pakistan, North India, Bhutan, Tibet, Nepal. Fodor's Travel Publications, გვ. 278. ISBN 978-0679017202.
- ↑ Muhammad, Salman. (2010)Pakistan: Documentation and Conservation of Vernacular Heritage in Pakistan: A Case of Khaplu Palace Complex გვ. 27–30. Asia-Pacific Cultural Center for UNESCO. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 ივლისი 2011. ციტირების თარიღი: 14 September 2013
- ↑ 14.0 14.1 14.2 Khaplu Palace wins international award. Dawn (11 December 2012). ციტირების თარიღი: 26 May 2013
- ↑ Aga Khan Trust for Culture (2005). რედ. Stefano Bianca: Karakoram: Hidden Treasures in the Northern Areas of Pakistan. Umberto Allemandi, გვ. 159. ISBN 978-8842213307.
- ↑ Danial Shah (7 October 2012). „The royal treatment“. The Express Tribune. ციტირების თარიღი: 14 September 2013.
- ↑ NGO Receives Award for Rescuing 19th Century Baltistan Palace. Travel Business Review (16 November 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 სექტემბერი 2015. ციტირების თარიღი: 11 September 2013
- ↑ Khaplu Fort, Baltistan. Pamir Times (29 June 2011). ციტირების თარიღი: 26 May 2013
- ↑ Sarfraz, Hafsah. Otherworldly & magical in equal parts en. ციტირების თარიღი: 2020-10-13
- ↑ 20.0 20.1 Adil, Balti. (26 February 2019) Khaplu Ghanche | Must Visit Places in Khaplu Ghanche Baltistan. ციტირების თარიღი: 28 March 2019
- ↑ „Khaplu Palace a genuine heritage of Baltistan“. The Peninsula. 24 December 2012. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 September 2013. ციტირების თარიღი: 14 September 2013.
- ↑ Highly Commended Khaplu Palace, Pakistan. Progress in Responsible Tourism. Goodfellow Publishers (2012). ციტირების თარიღი: 14 September 2013
- ↑ „Baltistan palace wins Unesco award“. Dawn. 11 September 2013. ციტირების თარიღი: 11 September 2013.
- ↑ Shabbir Mir (10 September 2013). „UNESCO Heritage Awards 2013: Khaplu Palace receives award of distinction“. The Express Tribune. ციტირების თარიღი: 11 September 2013.