ხაფლუ
ხაფლუ ასევე მოიხსენიებენ, როგორც ხაფალუ — ქალაქი პაკისტანში, მდებარეობს ქაშმირის რეგიონში გილგიტ-ბალტისტანში და არის განჩეს რაიონის ადმინისტრაციული დედაქალაქი.[1] მდებარეობს ქალაქ სკარდუდან აღმოსავლეთით 103 კილომეტრზე. ხაფლუ ისტორიულად სიდიდით მეორე სამეფო იყო ბალტისტანში იაბგოს დინასტიის მმართველობის ქვეშ და მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ლადახში მიმავალი სავაჭრო გზის დაცვაში მდინარე შიოკის გასწვრივ.
დასახლებული პუნქტი | |
---|---|
ხაფლუ ურდუ خپلو | |
ქვეყანა | პაკისტანი |
კოორდინატები | 35°09′49″ ჩ. გ. 76°20′41″ ა. გ. / 35.16361° ჩ. გ. 76.34472° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 2600.707 მეტრი |
სასაათო სარტყელი | Pakistan Standard Time |
საფოსტო ინდექსი | 16800 |
ხაფლუ არის პოპულარული ბაზა ჰუშეს ხეობაში ლაშქრობისთვის, საიდანაც შესაძლებელია წვდომა მაშერბრუმის, K6, K7 და ჩოგოლისას მაღალი მწვერვალებისაკენ. ქალაქში არის 700 წლის წინანდელი ჩაქჩანის მეჩეთი, რომელიც დაარსებულია ამირ კაბირ საიდ ალი ჰამადანის (RA) მიერ. სხვა ღირსშესანიშნავი ტურისტული ადგილებია ეჰილე-ბროქი, ჰანჯორი, თოქსი-ხარი, კალდაქი და მდინარე შიოკი.
ისტორია
რედაქტირებატრადიციის თანახმად, ალი ჰამდანი ხაფლუში ჩავიდა XIV საუკუნის ბოლოს და ადგილობრივები ისლამზე მოაქცია. დღემდე რეგიონში არსებობს მასთან დაკავშირებული მეჩეთები და ხანკაჰები (სუფისტური სალოცავები).[2]
პირველად მცირე სამეფო ხაფლუ ნახსენებია მირზა ჰაიდარის ნაშრომში „თარიხ-ი-რაშიდი“, სადაც მოხსენიებულია ბალტისტანის ხაფლუს ოლქი. ხაფლუ ასევე კარგად იყო ცნობილი XVII და XVIII საუკუნეებში მეზობელი ლადახის სამეფო ოჯახთან მჭიდრო პოლიტიკური და ოჯახური კავშირების გამო.
პირველი ევროპელი, ვინც ხაფლუს ეწვია, სავარაუდოდ იყო კაპიტანი კლოდ მარტინ ვეიდი, რომელმაც „ჩილუ“ ახსენა 1835 წელს „ბენგალის აზიური საზოგადოების ჟურნალში“ გამოქვეყნებულ ესეში. შემდგომ, უილიამ მურკროფტმა და ჯორჯ ტრებეკმა თავიანთ 1841 წლის წიგნში დაწერეს: „კაფალუნი არის პროვინცია ნობრას დასავლეთით, შაიუკის მარცხენა ნაპირზე“. გოდფრი ვინი იმყოფებოდა ამ ტერიტორიაზე 1835-1838 წლებში და, ადგილობრივი მთის ციხესიმაგრეზე აღნიშნა, რომ ის კვლავ ხელუხლებელ მდგომარეობაში იყო.
ალექსანდრ კანინგემმა, რომელიც არასდროს ყოფილა ბალტისტანში, 1854 წელს გამოაქვეყნა ხაფლუს მოკლე გეოგრაფიული აღწერა და მისი მმართველების გენეალოგია. თომას თომსონმა იქ 1847 წლის ნოემბერში იმოგზაურა და მოკლედ აღწერა ეს ადგილი, როგორც განსაკუთრებული სილამაზის მქონე. ჯეინ დანკანი ხაფლუში 1904 წელს ჩავიდა და იქ სამი კვირა დაჰყო. დე ფილიპიმ, რომელიც ხაფლუს 1913 წელს ეწვია, ასე დაახასიათა ეს ადგილი: „ეს, ალბათ, მთელი რეგიონის ყველაზე მშვენიერი ოაზისია“.[3] დამატებითი ინფორმაცია ხაფლუს შესახებ შეტანილი იყო არტურ ნივის სამოგზაურო ანგარიშში.
გეოგრაფია
რედაქტირებასკარდუსა და შიგარისგან განსხვავებით, ხაფლუს ტერიტორია არ იყო კონცენტრირებული ერთ დიდ მდინარის ხეობაზე, არამედ გადაჭიმული იყო შაიოკის სამ ხეობაზე, კერძოდ: თანამედროვე ქალაქ ხაფლუს ტერიტორიაზე, მდინარე თალეს ხეობასა და ჰუშე/სალტოროს ხეობაზე. თალე-შაიოკის მდინარის შესართავის მიმდებარე ტერიტორია სამეფოს დასავლეთ საზღვარს წარმოადგენდა.
დღეს განჩეს რაიონი, რომლის ადმინისტრაციული ცენტრი ხაფლუშია,[4] მოიცავს ბალღარსა და დაღონის. ის ასევე მოიცავს ყოფილ კირისის სამეფოს, როგორც სამხედრო ფორპოსტს სკარდუსა და შიგარის შემოჭრების წინააღმდეგ. ჰალდიში, ჰუშე/სალტოროს ხეობის აღმოსავლეთ ნაწილში, კიდევ ერთი ციხესიმაგრე მდებარეობდა.
ტურიზმი
რედაქტირებარაჯას სასახლე არის ლამაზი შენობა და პაკისტანში უკანასკნელი და საუკეთესო ტიბეტური სტილის სასახლე. ხაფლუს ხანკაჰის აგება მიეწერება მირ მუხტარ ახიარს და აშენდა 1712 (ჰიჯრით 1124 წელი) წელს.
ხაფლუ არის მთამსვლელებისთვის კარიბჭე მაშერბრუმის მწვერვალისკენ, K-7-ისკენ, K-6-ისკენ, ჩოგოლისასკენ. აქ შესაძლებელია რაფტინგი მდინარე შაიოკზე და კლდეზე ცოცვა ისეთ ადგილებში, როგორიცაა ბიამარი, თოქსიხარი და დოვოკრამინგი (ცხელი წყარო).
არქიტექტურა
რედაქტირებახაფლუს ყველაზე მნიშვნელოვანი რელიგიური ძეგლებია დიდი ხანკაჰის სალოცავი დარბაზი და ჩაქჩანის მეჩეთი. პირველი აშენდა 1712 წელს საიედ მოჰამადის მიერ, ისლამური სექტის წმინდანის მიერ, რომლის საფლავის ძეგლი უშუალო სიახლოვეს მდებარეობს. ასტანას საფლავის ძეგლი აღადგინა აღა ხანის კულტურის დაცვის ფონდმა პაკისტანში და ამით გადაარჩინა სრული განადგურებისგან.
ტრანსპორტი
რედაქტირებახაფლუში მოხვედრა მხოლოდ საავტომობილო გზით არის შესაძლებელი. ჩვეულებრივი გზა ხაფლუში არის დამაკავშირებელი გზა სკარდუს ხეობიდან. ოთხი ან ხუთი სხვა გზა აკავშირებს მას კაშმირთან, ლადახთან და იარქანდთან.
ნებისმიერი ამინდისთვის გამოსადეგი გზა ერთ დროს აკავშირებდა ხაფლუს დრასსთან. გილგიტ-ბალტისტანის პაკისტანთან შეერთების შემდეგ ეს გზა დაიხურა. თუმცა, დღეს არსებობს რამდენიმე ვერტმფრენის დასაჯდომი მოედანი.
ლიტერატურა
რედაქტირება- Shridhar Kaul: Ladakh through the Ages, towards a New Identity. Indus Publishing 1992, ISBN 81-85182-75-2 (resricted online copy (Google Books))
- Sarina Singh, Lindsay Brown, Paul Clammer, Rodney Cocks, John Mock, Kimberley O'Neil: Pakistan & the Karakoram Highway. Lonely Planet 2008, ISBN 1-74104-542-8, p. 292-293 (resricted online copy (Google Books))
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Khaplu დაარქივებული 2024-07-16 საიტზე Wayback Machine.
- Khaplu in the Tibet-Encyclopaedia (in German) - contains a variety of photos of Khaplu as well
- Fort Khaplu auf archnet.org
- View of the village at panoramio.com
- Photos from Khaplu by Atif Khan Youguvi
- Tarikh-i-Rashidi on Wikisource
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Khaplu — off the beaten path (27 July 2014).
- ↑ Rieck, Andreas (1995). „The Nurbakhshis of Baltistan — Crisis and Revival of a Five Centuries Old Community“. Die Welt des Islams. 35 (2): 159–188. doi:10.1163/1570060952597761. ISSN 0043-2539 – წარმოდგენილია JSTOR-ის მიერ.
- ↑ Khaplu — off the beaten path, by Sumaira Jajja, The Sun, July 27, 2014
- ↑ District Headquarter Khaplu - A historical settlement. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 სექტემბერი 2019. ციტირების თარიღი: 9 September 2019