ხარჯამი
ხარჯამი — სოფელი საქართველოში, ადიგენის მუნიციპალიტეტში, წახანის თემში.[1] მდებარეობს მესხეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 1180 მეტრზე. დაბა ადიგენიდან დაშორებულია 17 კილომეტრით, ახალციხიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 18 კილომეტრით. სოფელში არის შუა საუკუნეების ეკლესიის ნანგრევები და XIX საუკუნის მეჩეთი, რომელიც ამჟამად უფუნქციოა. საბჭოთა პერიოდში შედიოდა ვარხანის სასოფლო საბჭოში.
სოფელი | |
---|---|
ხარჯამი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | სამცხე-ჯავახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ადიგენის მუნიციპალიტეტი |
თემი | წახანი |
კოორდინატები | 41°41′45″ ჩ. გ. 42°51′02″ ა. გ. / 41.69583° ჩ. გ. 42.85056° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 1180 მ |
მოსახლეობა | 137[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,3 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 137 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 182 | 91 | 91 |
2014[1] | 137 | 75 | 62 |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 440.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
- ↑ მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.