ხალა
სოფელი საქართველოში, ქობულეთის მუნიციპალიტეტში
ხალა — სოფელი საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქობულეთის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფლები: ხალა, გორგაძეები, ჩაქვისთავი). მდებარეობს მდინარე ჩაქვისწყალზე, ზღვის დონიდან 160 მ., ქობულეთიდან 20 კმ, ჩაქვის რკინიგზის სადგურიდან 7 კმ. სოფელში გამოვლენილია სულფატურ-ჰიდროკარბონატული და ნატრიუმიან-კალციუმიანი მინერალური წყალი, დებეტი 2100 ლ/დ.[2] 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1503 კაცი.[1]
სოფელი | |
---|---|
ხალა | |
ქვეყანა | საქართველო |
ავტონომიური რესპუბლიკა | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა |
მუნიციპალიტეტი | ქობულეთის მუნიციპალიტეტი |
თემი | ხალა |
კოორდინატები | 41°42′34″ ჩ. გ. 41°47′50″ ა. გ. / 41.709556° ჩ. გ. 41.797472° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 160 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 1503[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 99,6 % რუსები 0,2 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ისტორია
რედაქტირებაადამიანს აქ ჯერ კიდევ ახალი ქვის ხანაში უცხოვრია. საბჭოთა პერიოდში ხალის სასოფლო საბჭოში შედიოდა აგრეთვე სოფელი ჩაისუბანი. განვითარებული იყო მეჩაიეობა და მეციტრუსეობა. მოქმედებდა ციტრუსების შემფუთავი ქარხანა და გაბრო-დიორიტის კარიერი.
დემოგრაფია
რედაქტირებააღწერის წელი | მოსახლეობა |
---|---|
2002 | 1950[3][4] |
2014 | 1503[1] |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 417.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
- ↑ ბურჭულაძე ზ. ურბოეკოლოგია გვ. 82 — 2016 წ.
- ↑ pop-stat.mashke.org — საქართველოს დასახლებული პუნქტების მოსახლეობა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-19. ციტირების თარიღი: 2016-06-05.
- ↑ საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი — სოფლების მოსახლეობა 2002 წელი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.