ჭონთიო — ნასოფლარი საქართველოში, ახმეტის მუნიციპალიტეტში, ისტორიულ მხარე თუშეთში, ისტორიულ პირიქითა თემში, სოფელ ომალოდან დაახლოებით 50 კილომეტრში, მდინარე ქვახიდისწყლის მარცხენა ნაპირზე, მაღლა მთაზე. ჭონთიოდან ორი მნიშვნელოვანი გზა მიდის: ერთი დასავლეთის მიმართულებით აწუნთის უღელტეხილით ხევსურეთში გადადის, მეორე – ჩრდილოეთის ქერიღოს უღელტეხილით ჩეჩნეთში.

ნასოფლარი
ჭონთიო
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე კახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ახმეტის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 42°30′52″ ჩ. გ. 45°27′14″ ა. გ. / 42.51444° ჩ. გ. 45.45389° ა. გ. / 42.51444; 45.45389
ჭონთიო — საქართველო
ჭონთიო
ჭონთიო — კახეთის მხარე
ჭონთიო
ჭონთიო — ახმეტის მუნიციპალიტეტი
ჭონთიო

სოფლის მოსახლეობა დაცარიელებამდე 25 კომლს მოიცავდა. სოფელში ძირითადად შემდეგი გვარები სახლობდნენ: იუკურები (იუკურიძე), ითიურები (ითიურიძე). ჯერ სოფლის მოსახლეობა გირევში გადავიდა, შემდგომ უმეტესობა კახეთში ჩასახლდა. სოფელს ორი დღეობა ჰქონდა: „მადოლობა“, რომელსაც მკათათვის დასრულებისას ზეიმობდნენ და იოანე ნათლისმცემლის სახელობის იყო. ხოლო მეორე – „თურსიეხობა“, აღდგომიდან 2 თვის თავზე იმართებოდა.

ნასოფლარ ჭონთიოს 2018 წელს, თუშეთის კიდევ ცხრა პუნქტთან ერთად, საქართველოს მთავრობის დადგენილებით მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის ძეგლის სტატუსი[1].

ღირსშესანიშნაობები

რედაქტირება

ნასოფლარის ტერიტორიაზე მდებარეობს ციხე-სახლი და კოშკი. კოშკი მდებარეობს ნასოფლარ ჭონთიოს განაპირას, ჩრდილოეთით. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. იგი ხუთსართულიანია, ზემოთკენ შევიწროებული (ზომები პირველი სართულის დონეზე 5,6 X 5,3 მ.), ნაგებია ფიქლით, წყობა მშრალია. ძეგლი დაზიანებულია, ჩამოშლილია სართულშუა გადახურვა.

ციხე-სახლი მდებარეობს ნასოფლარ ჭონთიოს ტერიტორიაზე, ნასოფლარის განაპირას. განეკუთვნება XVIII საუკუნეს. შენობა ხუთსართულიანია. აღმოსავლეთიდან ეკვრის გვიანდელი მინაშენი. ორივე ნაგებობა ფიქლითაა ნაშენი. ციხე-სახლის მეორე და მესამე სართულების კედლები შიგნიდან მიწანარევი ნაკელითაა შელესილი. ძეგლი დაზიანებულია: ჩამონგრეულია ციხე-სახლის მეხუთე სართულის კედლების ზედა ნაწილები და სართულშუა გადახურვა, დანგრეულია მინაშენის უმეტესი ნაწილი.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება