ქერიღო
ქერიღო — უღელტეხილი საქართველოში, კახეთის მხარეში, ახმეტის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს პირიქითის ქედზე. სიმაღლე 3140 მ. აგებულია ლიასური თიხაფიქლებით. ქერიღო პირიქითის ხეობას აკავშირებს ჩრდილოეთით მდებარე ტებულოს ხეობასთან (ქისტეთი). ქერიღო შემოსილია ალპური მდელოებით.
ქერიღო | |
---|---|
კოორდინატები: 42°32′21″ ჩ. გ. 45°28′09″ ა. გ. / 42.5394389° ჩ. გ. 45.4694389° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
ტერიტორიული ერთეული | კახეთის მხარე ახმეტის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 3140 მ |
ქედი | პირიქითი ქედი |
აკავშირებს | პირიქითის ხეობას აკავშირებს ტებულოს ხეობასთან |
ამგებელი ქანები | ლიასური თიხაფიქლები |
ფლორა | ალპური მდელოები |
ლიტერატურა რედაქტირება
- კურდღელაიძე გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 501.