ჭოლევი
ჭოლევი — სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის წყალტუბოს მუნიციპალიტეტში (რიონის თემი), მდებარეობს ჩრდილოეთ იმერეთის მთისწინეთში. ზღვის დონიდან 300 მეტრი, წყალტუბოდან 40 კილომეტრი. ისტორიულ წყაროებში პირველად მოიხსენიება XVI საუკუნეში. სოფელში დგას შუა საუკუნეების ეკლესია და კოშკი. სოფელში დაიბადა ქართველი მსახიობი ხათუნა ჭიჭინაძე.
სოფელი | |||
---|---|---|---|
ჭოლევი | |||
ქვეყანა |
![]() | ||
მხარე | იმერეთის მხარე | ||
მუნიციპალიტეტი | წყალტუბოს მუნიციპალიტეტი | ||
თემი | რიონი | ||
კოორდინატები | 42°19′52″ ჩ. გ. 42°45′32″ ა. გ. / 42.33111° ჩ. გ. 42.75889° ა. გ. | ||
პირველი ხსენება | XVI საუკუნე | ||
ცენტრის სიმაღლე | 300 მ | ||
მოსახლეობა | 139[1] კაცი (2014) | ||
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % | ||
რელიგიური შემადგენლობა | მართლმადიდებლები | ||
სასაათო სარტყელი | UTC+4 | ||
სატელეფონო კოდი | +995 | ||
|
დემოგრაფიარედაქტირება
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 139 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 260 | 126 | 134 |
2014[1] | 139 | 71 | 68 |
ლიტერატურარედაქტირება
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 404.
სქოლიორედაქტირება
- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II