ჭოლა კუკულაძე

ქართველი მოქანდაკე და მხატვარი
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ჭოლა კუკულაძე (დ. 1 მაისი, 1921, ლანჩხუთი — გ. სექტემბერი, 1998) — ქართველი მოქანდაკე და მხატვარი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

1956 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი. მეორე მსოფლიო ომის მონაწილე. 1956 წლიდან დაიწყო სამხატვრო გამოფენებში მონაწილეობა. 1963–1968 წწ. სოხუმის მთავარი მხატვარი იყო. მისი ძირითადი ნამუშევრები: ფერწერა – „პარტიზანთა მდინარეზე გადასვლა", „გიორგი ლეონიძე და დიმიტრი გულია“, „კონსტანტინე გამსახურდია“, „ნესტორ ლაკობა“, „გალაკტიონ ტაბიძე“, „იაკობ გოგებაშვილი“, „ილია ჭავჭავაძე“, „შოთა რუსთაველი“, „აკაკი წერეთელი“, „ეფრემ ეშბა“. ასევე ეკუთვნის „შინმიუსვლელთა მემორიალი“ სოფ. ჯვარში და ძიგუას ძეგლი ქ. გალში. იყო აფხაზეთის მხატვართა კავშირის თავმჯდომარე (1969–1979). მონაწილეობა მიიღო „საქართველოს სსრ სახვითი ხელოვნების“ გამოფენაში 1987 წელს მოსკოვში. მისი ნამუშევრები დაცულია მოსკოვის, სანქტ-პეტერბურგის, მინსკის, შვეიცარიისა და გერმანიის კერძო კოლექციებში.

ჯილდოები და პრემიები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჭოლა_კუკულაძე“-დან