ჭელიათისწყალი
მდინარე საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში
ჭელიათისწყალი — მდინარე საქართველოში, ჯავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე (ყოფ. სამხრეთ ოსეთის აო), ერმანისწყლის მარჯვენა შენაკადი. სიგრძე 7,4 კმ, აუზის ფართობი 19,3 კმ². სათავე აქვს მაღრან-დვალეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე 3375 მ სიმაღლეზე. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე და ზაფხულში, წყალმცირობა — ზამთარში. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 0,75 მ³/წმ.
ჭელიათისწყალი | |
---|---|
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეულები | ჯავის მუნიციპალიტეტი (შიდა ქართლის მხარე) |
სათავე |
მაღრან-დვალეთის კავკასიონი 42°36′22″ ჩ. გ. 44°14′01″ ა. გ. / 42.60611° ჩ. გ. 44.23361° ა. გ. |
სათავის სიმაღლე | 3375 მ |
შესართავი |
ერმანისწყალი 42°32′42″ ჩ. გ. 44°10′12″ ა. გ. / 42.54500° ჩ. გ. 44.17000° ა. გ. |
სიგრძე | 7,4 კმ |
აუზის ფართობი | 19,3 კმ² |
მდინარის სისტემა | ერმანისწყალი → ლიახვი → მტკვარი → კასპიის ზღვა |
წყლის ხარჯი (საშ.) | 0,75 მ³/წმ |
— სათავე, — შესართავი |
ლიტერატურა
რედაქტირება- აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 389.