ჭანჭახისწვერი
მთა საქართველოსა და რუსეთის საზღვარზე, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში და ჩრდილოეთ ოს
(გადამისამართდა გვერდიდან ჭანჭახი (მწვერვალი))
ჭანჭახისწვერი, ჭანჭახი — მწვერვალი საქართველოსა და რუსეთის (ჩრდილოეთი ოსეთი) საზღვარზე, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ონის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს რაჭის კავკასიონის მთავარ ქედზე, მდინარე რიონის მარცხენა შენაკადის — ჭანჭახის სათავეში. სიმაღლე ზღვის დონიდან 4462 მ. აგებულია პალეოზოური გრანიტოიდებით. კლდოვანი, ციცაბოკალთებიანია. დამახასიათებელია ნივალური ლანდშაფტი. მწვერვალის სამხრეთ კალთაზე განლაგებულია ჭანჭახის მყინვარი.
ჭანჭახისწვერი | |
---|---|
კოორდინატები: 42°44′41″ ჩ. გ. 43°47′37″ ა. გ. / 42.74472° ჩ. გ. 43.79361° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო რუსეთი |
ტერიტორიული ერთეული | რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე ჩრდილოეთი ოსეთი |
სიმაღლე | 4462 მ |
ქედი | რაჭა-ლეჩხუმის კავკასიონი |
ლიტერატურა
რედაქტირება- უთმელიძე მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 383.