წყალბადის ფთორიდი

წყალბადის ფთორიდი, ფთორწყალბადი[4] (ქიმიური ფორმულა: ) — ფთორის ნაერთი წყალბადთან. მისი tდნ — 83.37°C, tდუღ — 19.43°C, სიმკვრივე — 980 კგ/მ³ (12°C); 19.43°C-ზე უფრო მაღალი ტემპერატურისას მკვეთრიი სუნის უფერული აირია, ამ ტემპერატურაზე უფრო დაბლა კი ადვილად მოძრავი უფერული სითხეა. წყალს ადვილად ერევა და მიიღება ფთორწყალბადმჟავა, ურთიერთქმედებს ლითონებთან, ჟანგეულებთან, ორგანულ ნაერთებთან. ფთორწყალბადს ღებულობენ კონცენტრირებული გოგირდმჟავისა და ფლუორიტის ურთიერთქმედებით. იყენებენ ურანის წარმოებაში, სინთეზური კრიოლითის მისაღებად, ფთორორგანული ნაერთების სინთეზისას და სხვა. ჰაერში ფთორწყალბადის ზღვრული დასაშვები კონცენტრაციაა 0.0005 მგ/ლ..

წყალბადის ფთორიდი: ქიმიური ფორმულა
წყალბადის ფთორიდი: მოლეკულის ხედი
ზოგადი
სისტემური სახელწოდებაწყალბადის ფთორიდი
ქიმიური ფორმულაHF
მოლური მასა20.006 /მოლი
ფიზიკური თვისებები
სიმკვრივე1.15 (25 °C აირი) გ/სმ³ 0.99
(19.5 °C თხევადი) გ/სმ³
1.663 (–125 °C მყარი) /სმ³
თერმული თვისებები
დნობის ტემპერატურა−83.6 °C
დუღილის ტემპერატურა19.5 °C
ქიმიური თვისებები
pKa3.17[1][2]
სტრუქტურა
დიპოლური მომენტი 1.86 
უსაფრთხოება
LD504327 ppm (ზღვის გოჭი, 15 წუთი)[3]

გამოიყენება მრავალი მნიშვნელოვანი ნაერთის დასამზადებლად, მათ შორის ფარმაცევტული საშუალებების და პოლიმერების (მაგალითად ტეფლონი). HF ფართოდ გამოიყენება ნავთობქიმიურ ინდუსტრიაში, როგორც ძლიერი მჟავების კომპონენტი. წყალბადის ფტორიდის დუღილის ტემპერატურა ახლოსაა ოთახის ტემპერატურასთან და გაცილებით მაღალია ვიდრე სხვა წყალბადის ჰალოიდების დუღილის ტემპერატურები.

წყალბადის ფტორიდი არის ძალზე საშიში აირი, რომელიც ტენიან გარემოსთან კონტაქტის დროს წარმოქმნის კოროზიულ ფთორწყალბადმჟავას. მისმა აირმა ასევე შეიძლება გამოიწვიოს, სიბრმავე რქოვანას სწრაფი განადგურებით.

წარმოება

რედაქტირება
CaF2 + H2SO4 → 2 HF + CaSO4
  1. pKa's of Inorganic and Oxo-Acids. Harvard. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 ივნისი 2018. ციტირების თარიღი: 9 September 2013.
  2. Bruckenstein, S.; Kolthoff, I.M., in Kolthoff, I.M.; Elving, P.J. Treatise on Analytical Chemistry, Vol. 1, pt. 1; Wiley, NY, 1959, pp. 432-433.
  3. "Hydrogen fluoride". Immediately Dangerous to Life and Health Concentrations (IDLH). National Institute for Occupational Safety and Health (NIOSH).
  4. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 282.