ნავთობქიმიური სინთეზი
ნავთობქიმიური სინთეზი
რედაქტირებანავთობქიმიური სინთეზი არის ქიმიური პროდუქტების მიღება სინთეზით, ნავთობისა და ნახშირწყალბადური აირებისაგან. ნავთობის და ბუნებრივი საწვავი აირების, ნავთობის თანამგზავრი აირებისა და ნავთობგადამუშავების აირებისაგან მიღებული ნახშირწყალბადები ძირითადი ნედლეულია მნიშვნელოვანი სინთეზური პროდუქტების (პლასტმასები, კაუჩუკები და ბოჭკოები, აზოტიანი სასუქები, ზედაპირულაქტიური და სარეცხი ნივთიერებები, პლასტიფიკატორები, სათბობი, საპოხი ზეთები, გამხსნელები და სხვ.) წარმოებაში. ამ პროდუქტებს ფართოდ იყენებენ სახლის მეურნეობაში სხვადასხვა დარგსა და ყოფა-ცხოვრებაში. ნავთობისა და ბუნებრივი საწვავი აირის ნახშირწყალბადებმა, როგორც ხელმისაწვდომმა, იაფმა ნედლეულმა, შეცვალა სხვა სახის ნედლეული (ნახშირი, ფიქალი, მცენარეული, ცხოველური ნედლეული და ა.შ.) ორგანული სინთეზის თითქმის ყველა პროცესში. ნავთობქიმიური სინთეზ-ის პროდუქტების წარმოებაში მნიშვნელოვანია ნახშირწყალბადური ნედლეულის მომზადება და ნაჯერი (პარაფინული), უჯერი (ოლეფინური, დიენური, აცეტილენიური), არომატული და ნაფთენური ნახშირწყალბადების მიღება.
ნაჯერ ნახშირწყალბადები
რედაქტირებანავთობქიმიურ სინთეზ -ში გამოყენების მოცულობის მიხედვით მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. სხვადასხვა ქიმიური პროდუქტების წარმოებაში იყენებენ დაბალი რიგის აირად ნახშირწყალბადებს (მეთანს, ეთანს, პროპანს, ბუტანს, პენტანებს) და თხევად ან მყარ პარაფინებს. (C6-იდან C40-მდე). დაბალ პარაფინული ნახშირწყალბადები გამოიყოფიან ბუნებრივი და თანამგზავრი აირებისაგან. ნავთობის თანამგზავრ და ნავთობის სტაბილიზაციისას მიღებულ აირებში ნაჯერი ნახშირწყალბადების C2-C5 შემცველობაა 83-97% მოცულობით. მათგან ღებულობენ ეთან-პროპანის ფრაქციას, იზობუტანს, ნ-ბუტანს, პენტანს. ბუნებრივ აირს, რომელიც 96-97% მეთანს შეიცავს, იყენებენ აიმაკს, აცეტილენის, მეთილის სპირტისა და სხვა ნაერთების მისაღებად. თხევად და მყარ ნორმალურ პარაფინებს C6-C40 ღებულობენ ნავთობის გადამუშავების პროდუქტებისაგან (ბენზინ-ნავთის, დიზელისა და ზეთის დისტილატებისაგან) სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით. პარაფინული ნედლეულის გადამუშავებით მიიღება უჯერი ნაერთები (ოლეფინები, დიენები, აცეტილინი). ოლეფინების წარმოების ძირითადი მეთოდია ნავთობის მაღალტემპერატურული პიროლიზი.
მრეწველობაში ღებულობენ პარაფინების ჰალოგენწარმოებულებს. მეთანისაგან მიიღება მეთილქლორიდი, მეთილენქლორიდი, ქლოროფორმი, ოთხქლორიანი ნახშირბადი და სხვა. ნავთისა და გაზოილის ვიწრო ფრაქციების სრული ფთორირების პროდუქტები ძვირფასი საპოხი ნივთიერებები და სითხეებია.
უჯერ ნახშირწყალბადები
რედაქტირებაუჯერ ნახშირწყალბადებს მაღალი რეაქციის უნარიანობის გამო ფართოდ იყენებენ ნავთობქიმიურ სინთეზ-ში. ბევრი პროდუქტი მიღებულია ოლეფინების, დიენური ნახშირწყალბადებისა და აცეტილენის საფუძველზე. ოლეფინებს შორის ყველაზე ფართოდ იყენებენ ეთილენს. ფართოვდება პროპილენისა და ბუტენების გამოყენების სფერო. ოლეფინების პოლიმერიზაციით მიიღება მაღალმოლეკულური პროდუქტები - პოლიეთილენი, პოლიპროპილენი და სხვა პოლიოლეფინები. ძალიან სწრაფად იზრდება პოლიეთილენის წარმოება, რომელიც ფართოდ გამოიყენება მრეწველობის ყველა დარგში. ვინილქლორიდისაგან ამზადებენ პოლიმერულ მასალას, პოლივინილქლორიდისაგან კი - აფსკებს, მილებს და სხვა. ნავთობქიმიურ სინთეზ-ში დიდი მნიშვნელობა მოიპოვეს ეთილენისა და პროპილენის ჟანგმა, რომლისგანაც ასინთეზებენ გლიკოლებს, ზედაპირულაქტიურ ნივთიერებებს, ეთანოლამინებს და სხვა. დიენები (ბუტადიენ-1,3 და 2-მეთილ-ბუტადიენ-1,3) სინთეზური კაუჩუკების წარმოებაში ძირითადი მონომერებია. მრეწველობაში აცეტილენს დიდი რაოდენობით ღებულობენ მეთანისა და სხვა პარაფინული ნახშირწყალბადების ჟანგვითი პოროლიზით. აცეტილენის დიმერიზაციით მიიღება ვინილაცეტილენი, რომელსაც უმთავრესად ქლოროპენის წარმოებაში იყენებენ. მისგან ღებულობენ აგრეთვე აკრილონიტრილს, ვინილქლორიდს, აცეტალდეჰიდს.
არომატული ნახშირწყალბადები
რედაქტირებაბენზოლი, ტოლუოლი, ქსილოლები, ტრი- და ტეტრამეთილბენზოლები, ნაფთალინი) მნიშვნელოვანი ნედლეულია მრავალი პროდუქტის სინთეზისათვის. არომატული ნახშირწყალბადები მიიღება ბენზინისა და ლიგროინის ფრაქციების კატალიზური რიფორმინგის პროცესის დროს, აგრეთვევე სხვა მეთოდებით. ბენზოლის ალკილირების პროდუქტები - სტიროლი და α-მეთილსტიროლი - პლასტმასებისა და კაუჩუკების წარმოების მნიშვნელოვანი მონომერებია. იზოპროპილბენზოლის ჟანგვით, ფენოლი და აცეტონი მიიღება.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 292.