ფთორწყალბადმჟავა
ფთორწყალბადმჟავა[1], წყალბადფთორმჟავა[2], ლხობის მჟავა (ქიმიური ფორმულა: ) — წყალბადის ფთორიდის წყალხსნარი. მისი tდუღ 112°C (750 მმ ვწყ. სვ.), სიმკვრივე — 1138 კგ/მ³. ურთიერთქმედებს ჟანგეულებთან და წარმოქმნის ფთორიდებს. იყენებენ გამხსნელად, ალუმინის, მინის წარმოებაში, ფთორიდების მისაღებად და სხვა.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 283.
- ↑ ტექნიკური ტერმინოლოგია: ქართულ-რუსული ნაწილი/საქ. სსრ მეცნ. აკად. ენათმეცნ. ინ-ტი; რ. დვალისა და რ. ღამბაშიძის რედ.. - თბ.: მეცნიერება, 1982