წოდორეთი

(გადამისამართდა გვერდიდან წოდორეთის ტბა)

წოდორეთისოფელი საქართველოში, მცხეთის მუნიციპალიტეტში, ლისის ქედზე, მდინარე წოდორეთისწყლის (დიღმისწყლის მარჯვენა შენაკადი) ნაპირას, ზღვის დონიდან 900 მ სიმაღლეზე.[2] თბილისიდან 7 კილომეტრში.

სოფელი
წოდორეთი

წოდორეთის ტბა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე მცხეთა-მთიანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი მცხეთის მუნიციპალიტეტი
თემი ლისი
კოორდინატები 41°45′38″ ჩ. გ. 44°39′19″ ა. გ. / 41.76056° ჩ. გ. 44.65528° ა. გ. / 41.76056; 44.65528
ცენტრის სიმაღლე 900
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 323[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა აზერბაიჯანელები 80,5 %
ქართველები 19,2 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
წოდორეთი — საქართველო
წოდორეთი
წოდორეთი — მცხეთა-მთიანეთის მხარე
წოდორეთი
წოდორეთი — მცხეთის მუნიციპალიტეტი
წოდორეთი

გეოგრაფია

რედაქტირება

წოდორეთი კლიმატური კურორტია. ზამთარი რბილია, მცირეთოვლიანი, ზაფხული — თბილი, მშრალი. ნალექები 660 მმ წელიწადში. მცენარეულობიდან ჭარბობს ფოთლოვანი ტყე და ბუჩქები.[2]

დასახლებიდან დასავლეთით, დაახლოებით ერთი კილომეტრის დაშორებით, მდებარეობს წოდორეთის ტბა, რომელიც თითქმის დამშრალია.

პირველად წოდორეთი 1625 წელს იხსენიება. ეს არის პერიოდი, როცა აღმოსავლეთ საქართველოში (ქართლ-კახეთი) სპარსეთი ბატონობდა, ქართველი ხალხი კი თავისუფლებისთვის იბრძოდა. წოდორეთი იხსენიება მაშინ, როდესაც სპარსელებმა თბილისი ააოხრეს და გაძარცვეს. ისტორიკოსის ცნობით თბილისიდან მიმავალ სპარსელებს გიორგი სააკაძე სოფელ წოდორეთთან დაწევია და მტრის ლაშქარი გაუნადგურებია.

დემოგრაფია

რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 323 ადამიანი.[1]

აღწერის წელი მოსახლეობა
1989 322[2]
2002 352[3]  
2014 323  
  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი 2016.
  2. 2.0 2.1 2.2 ენციკლოპედია „თბილისი“, 2002 წ., გვ. 969.
  3. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.