დიღმისწყალი

მდინარე საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში და თბილისში

დიღმისწყალიმდინარე მცხეთის მუნიციპალიტეტსა და თბილისში.

დიღმისწყალი

დიღმისწყალი სოფ. ძველ ვეძისთან
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეულები მცხეთა-მთიანეთის მხარე, თბილისი
ქალაქები თბილისი
სათავე სათოვლე-საწკეპელას ქედი
41°45′13″ ჩ. გ. 44°36′54″ ა. გ. / 41.753694° ჩ. გ. 44.615139° ა. გ. / 41.753694; 44.615139
შესართავი მტკვარი
41°45′05″ ჩ. გ. 44°46′34″ ა. გ. / 41.75139° ჩ. გ. 44.77611° ა. გ. / 41.75139; 44.77611
შესართავის მდებარეობა თბილისი
სიგრძე 22 კმ
აუზის ფართობი 72,7 კმ²
წყლის ხარჯი (საშ.) 0,25 მ³/წმ
დიღმისწყალი — საქართველო
დიღმისწყალი
დიღმისწყალი
დიღმისწყალი — მცხეთა-მთიანეთის მხარე
დიღმისწყალი
დიღმისწყალი
— სათავე, — შესართავი

სათავე აქვს სათოვლე-საწკეპელას ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, ზღვიდ დონიდან 1400 მ-ის სიმაღლეზე, მარჯვენა მხრიდან ერთვის მტკვარს თბილისის ფარგლებში. სიგრძე 22 კმ, აუზის ფართობი 72,7 კმ². დიღმისწყლის მდგენელებია ტაბარუკისხევი და ბევრეთისწყალი, შენაკადები — კვარათხევი, ძალანთხევი, წოდორეთისწყალი და სხვ.

საზრდოობს თოვლისა და წვიმის წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმოვარდნა — ზაფხულში და შემოდგომაზე, წყალმცირეა ზამთარში და ზაფხულში. საშუალო წლიური ხარჯი 0,25 მ³/წმ.

ლიტერატურა

რედაქტირება