სათოვლის ქედი
ქედი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში
სათოვლის ქედი — ქედი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის მცხეთის მუნიციპალიტეტში. წარმოადგენს თრიალეთის ქედის განშტოებას — საწკეპლის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთის გაგრძელება. იწყება მთა დიდგორიდან და მთავრდება ქალაქ მცხეთის მიდამოებში. აგებულია შუაეოცენური ანდეზიტური ტუფ-ბრექჩიებით, ტუფ-ქვიშაქვებით, ქვიშაქვებით, ოლიგოცენური თაბაშირის შემცველი თიხებითა და ქვიშაქვებით. კალთები ციცაბოა. შემოსილია ტყითა და მეორადი მდელოებით.
სათოვლის ქედი | |
---|---|
კოორდინატები: 41°47′13″ ჩ. გ. 44°33′48″ ა. გ. / 41.787194° ჩ. გ. 44.563472° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | მცხეთა-მთიანეთის მხარე |
ამგებელი ქანები | ანდეზიტური ტუფ-ბრექჩია, ტუფ-ქვიშაქვა, ქვიშაქვა და თაბაშირის შემცველი თიხა და ქვიშაქვა |
ლიტერატურა
რედაქტირება- ნემანიშვილი ს., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 659.