წიწინაური[1][2] (ლათ. Polygala) — მცენარეთა გვარი წიწინაურისებრთა ოჯახისა.

წიწინაური

ჩვეულებრივი წიწინაური (Polygala vulgaris)
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Polygala (L., 1753)
სინონიმები
 
სენეგა (Polygala senega). ბოტანიკური ილუსტრაცია წიგნიდან Köhler’s Medizinal-Pflanzen, 1887.

მრავალწლოვანი, იშვიათად ერთწლოვანი ბალახები და ნახევრად ბუჩქებია. აქვთ მორიგეობით განლაგებული ფოთლები, ყვავილები — არასწორი, სხედან მტევანში.[3]

გავრცელება

რედაქტირება

600-მდე სახეობა გავრცელებულია მთელ დედამიწაზე. საქართველოში გვხვდება 19, მათ შორის 4 — კავკასიის (P. Sosnowskyi, P. mariamae, P. transcaucasica, P. caucasica), 2 კი (P. albovii, P, Imakaschwilii) — საქართველოს ენდემია.

გამოყენება

რედაქტირება

ამ გვარის ზოგიერთი სახეობა (მაგ., P. senega) სამკურნალოა, იხმარება გველის ნაკბენის საწინააღმდეგოდ, ოფლ- და შარდმდენ საშუალებად; წვრილფოთოლა (P. tenuifolia) და ციმბირული წიწინაურის (P. sibirica) ფესვები შეიცავენ საპონიმებს, რომელთაგან დამზადებული ნახარში ამოსახველებელ საშუალებად გამოიყენება.

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. მაყაშვილი ა., წიწინაური // ბოტანიკური ლექსიკონი, თბ.: „საბჭოთა საქართველო“, 1961.
  2. milkwort — ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი.
  3. Истод // Большая советская энциклопедия : [в 30 т.] / гл. ред. А. М. Прохоров. — 3-е изд. т. 10. — М. : Советская энциклопедия, 1972.