წიწინაურისებრნი (ლათ. Polygalaceae) — ორლებნიან მცენარეთა ოჯახი. ბალახები ბუჩქები, ლიანები, იშვიათად ნახევრად ბუჩქებია. აქვთ მთლიანი, მეტწილად მორიგეობით განლაგებული ფოთლები და მათ ძირში ღეროს ირგვლივ განვითარებული სიფრიფანა ან ბალახოვანი შეზრდილი თანაფოთლები — ე. წ. ლოლუები, მტევნისებრ ყვავილედებად შეკრებილი ორსქესიანი ყვავილებად. ნაყოფი შებრტყელებული კოლოფია.
ოჯახი აერთიანებს 14 გვარის 900-მდე სახეობას, რომლებიც თითქმის ყველგან გვხვდება, გარდა ახალი ზელანდიის, პოლინეზიისა და არქტიკისა. საქართველოში ამ ოჯახის მხოლოდ ერთი გვარია — წიწინაური. ოჯახის ზოგ სახეობას სამკურნალო, დეკორატიულ და საჭმელ მცენარედ იყენებენ.