სენეგა
სენეგა (ლათ. Polygala senega) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე წიწინაურისებრთა ოჯახისა. მისი ღეროების სიმაღლე 25 სმ აღწევს.
სენეგა | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Polygala senega | ||||||||||||||
|
ლანცეტა ფოთლები და მტევნისებრ ყვავილედებად შეკრებილი მომწვანო ან თეთრი წვრილი ყვავილები აქვს. იზრდება ჩრდილოეთ ამერიკის ზომიერი სარტყლის ტყეებში. სამკურნალო მცენარეა.
ფესვი შეიცავს საპონინებს (უმთავრესად სენიგინს), ეთეროვან ზეთს, ფისებს. მის ნაყენს და ნახარშს ამოსახველებელ საშუალებად ხმარობენ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 285.