წითელი ხემარწყვა

წითელი ხემარწყვა (ლათ. Arbutus andrachne) — მარადმწვანე მცენარე მანანასებრთა ოჯახისა. ბუნებაში მისი არეალი მოიცავს აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთს — შავი ზღვის სანაპიროს, მცირე აზიისა და სამხრეთ კავკასიის ჩათვლით.

წითელი ხემარწყვა
Ericaceae - Arbutus andrachne.JPG
წითელი ხემარწყვა
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
ოჯახი:  მანანასებრნი
ლათინური სახელი
Arbutus andrachne
დაცვის სტატუსი
Status iucn3.1 LC ka.svgსაჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 19181048

იზრდება მშრალ ფერდობებზე, ზღვის დონიდან 200-300 მ სიმაღლეზე. გვალვაგამძლეა; ძლიერი გვალვის დროს ფოთლები სცვივა. 12 მ სიმაღლისაა. ქერქი გლუვია, წითელი; ნორჩი ყლორტი შიშველია. ნაყოფი კენკრისებრი, მრავალთესლიანი კურკაა, დიამეტრი 1-1,5 სმ.

ველურად გვხვდება საქართველოში, მცირე რაოდენობითაა აფხაზეთსა და აჭარაში, კულტურაში იშვიათია.[1]

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. მანჯავიძე დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 469.