წითელი მთა

მთა საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში

წითელი მთამთა საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ონის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს რაჭის კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარეების ჭანჭახისა (რიონის მარცხენა შენაკადი) და ბუბისწყლის (ჭანჭახის მარჯვენა შენაკადი) წყალგამყოფზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 2691 მ. აგებულია პალეოზოური ასაკის კრისტალური ქანებით. გუმბათისებრია. მთის ჩრდილოეთ კალთა ციცაბო და კლდოვანია, აღმოსავლეთი და სამხრეთი — დამრეცი. წითელი მთა შემოსილია ალპური ბალახეულით.

წითელი მთა
კოორდინატები: 42°42′17″ ჩ. გ. 43°43′51″ ა. გ. / 42.70472° ჩ. გ. 43.73083° ა. გ. / 42.70472; 43.73083
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ონის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 2691 
ქედი რაჭა-ლეჩხუმის კავკასიონი
წითელი მთა — საქართველო
წითელი მთა
წითელი მთა — რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე
წითელი მთა

ლიტერატურა რედაქტირება