წვეროსანი ჩიტის ბირკა
წვეროსანი ჩიტის ბირკა (ლათ. Lappula barbata) — ერთ- ან ორწლოვანი ბალახოვანი მცენარე ლაშქარასებრთა ოჯახისა. აქვს 20-70 სმ სიმაღლის, სწორად მდგომი, ზედა ნაწილში საგველასებურად დატოტვილი ღერო, რომელიც რბილი და მოკლე ბეწვითაა დაფარული. ფესვთანური ფოთლები შეკრებილია როზეტად, ფორმით ლანცეტა-ნიჩბისებურია, 3-7 სმ სიგრძისა და 5-8 მმ სიგანის. ყვავილედი მსხმოიარობისას (ე.ი. ნაყოფედი) სიგრძით 20 სმ-მდეა. გვირგვინი ცისფერია ან მოთეთრო, ბრტყელი, ბორბლისებური. ყვავილობს და ნაყოფმსხმოიარობს აპრილ-ივლისში.[1]
წვეროსანი ჩიტის ბირკა | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Lappula barbata (M.Bieb.) Gurke, 1897 | |||||||||||||||
სინონიმები | |||||||||||||||
სია
| |||||||||||||||
|
გავრცელებულია კავკასიაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, მცირე და შუა აზიაში, ირანში. საქართველოში გვხვდება აღმოსავლეთ ნაწილში, აჭარასა და იმერეთში. იზრდება მთის შუა სარტყლამდე — ქვიან ადგილებში, ნახევარუდაბნოს, სტეპისა და ფრიგანისეულ მცენარეულობაში.[1]
გალერეა
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 სუხიტაშვილი კახაბერ, საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ.: კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, 2018. — გვ. 102.