წეკელდის ქედი

ქედი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, იმერეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარ

წეკელდის ქედი — ანტიკლინური სერი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ცაგერის, იმერეთის მხარის ხონისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მარტვილის მუნიციპალიტეტებში. მდებარეობს ასხის კარსტულ მასივზე, ქვიბიას გაუდინარი ქვაბულის სამხრეთ მხარეს, ლეჩხუმ-იმერეთ-ოდიშის საზღვარზე. მიმართულია სამხრეთ-დასავლეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ. აგებულია ცარცული კირქვებით და ტერიგენული ქანებით. კირქვული ნაწილი დაკარსტულია, ქედის დასავლეთი ნაწილი ტყითაა შემოსილი, აღმოსავლეთ ნაწილის თხემურ ზოლში ალპური ლანდშაფტია.

წეკელდის ქედი
კოორდინატები: 42°32′58″ ჩ. გ. 42°28′53″ ა. გ. / 42.549528° ჩ. გ. 42.481389° ა. გ. / 42.549528; 42.481389
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე
სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
იმერეთის მხარე
ამგებელი ქანები კირქვა და ტერიგენული ნალექები
წეკელდის ქედი — საქართველო
წეკელდის ქედი
წეკელდის ქედი — სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
წეკელდის ქედი

ლიტერატურა

რედაქტირება