წავისებრი ბიგა (ლათ. Potamogale velox) — ძუძუმწოვარი ცხოველი მწერიჭამიების რიგისა. მისი სხეულის სიგრძეა 29-35 სმ. გავრცელებულია დასავლეთ და ცენტრალურ ეკვატორულ აფრიკაში. ბინადრობს პატარა მდინარეებისა და ნაკადულების სანაპიროებზე. კარგად ცურავს და ყვინთავს. აქტიურია შებინდებისას, დღისით თავს აფარებს სოროში, რომელიც წყლის ზედაპირზე ქვემოთ გამოდის. იკვებება წვრილი თევზებით, კიბორჩხალებით, ამფიბიებით. შობს 2 ნაშიერს.

წავისებრი ბიგა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ძუძუმწოვრები
რიგი:  მწერიჭამიები
ოჯახი:  ტანრეკისებრნი
სახეობა:  წავისებრი ბიგა
ლათინური სახელი
Potamogale velox
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 18095
გავრცელება

ლიტერატურა რედაქტირება