ტანრეკისებრნი
ტანრეკისებრნი (ლათ. Tenrecidae) — ძუძუმწოვრების ოჯახი მწერიჭამიების რიგისა. მათი სხეულის სიგრძე 4-40 სანტიმეტრს აღწევს, დაფარულია რბილი ან ჯაგრისმაგვარი ბალნით, ზოგჯერ ეკლებით. წყლის ტანრეკს უკანა თათებზე საცურავი აპკი აქვს. ოჯახი აერთიანებს 10 გვარის 20-მდე სახეობას. გავრცელებულნი არიან კუნძულ მადაგასკარზე და კომორის კუნძულებზე, ზოგიერთი სახეობა აკლიმატიზებულია ინდოეთის ოკეანის ცალკეულ კუნძულებზე. ბინადრობენ ტენიან ტყეებში, ბუჩქნარებში, ველებზე. ხმელეთის ცხოველებია (გარდა წყლის ტანრეკისა). აქტიურად არიან ღამით. იკვებებიან ცხოველებით, იშვიათად მცენარეებით. მრავლდებიან წელიწადში ერთხელ, შობენ 1-4, ზოგჯერ 25-მდე ნაშიერს. ზოგი სახეობის ხორცს ადგილობრივი მოსახლეობა საკვებად იყენებს.
ტანრეკისებრნი | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Tenrecidae | ||||||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 656.