წაბლიანი (გაგრის მუნიციპალიტეტი)
წაბლიანი[1][2] (აფხ. Баӷрыԥшь[3] [ბაღრჷფშჲ]; ყოფილი დერეკეი - ღაშინთაქი — გადაერქვა 1948 წლის 3 სექტემბერს[4]) — სოფელი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გაგრის მუნიციპალიტეტში (მიქელრიფშის თემი), მდინარე ტროიცკის (ფხისთის ერთ-ერთი სათავე) მარჯვენა ნაპირას. ზღვის დონიდან 360 მ, გაგრიდან 50 კმ, ლესელიძიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 20 კმ.
სოფელი | |
---|---|
წაბლიანი აფხ. Баӷрыԥшь | |
ქვეყანა | საქართველო |
ავტონომიური რესპუბლიკა | აფხაზეთის არ |
მუნიციპალიტეტი | გაგრის მუნიციპალიტეტი |
თემი | მიქელრიფში |
კოორდინატები | 43°31′42″ ჩ. გ. 40°05′41″ ა. გ. / 43.52833° ჩ. გ. 40.09472° ა. გ. |
ადრეული სახელები | დერეკეი |
ცენტრის სიმაღლე | 360 მეტრი |
მოსახლეობა | 80 კაცი (1989) |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
ისტორია
რედაქტირებავ. კვარჭიას ცნობით, ესაა ძველი ბაღრიფში. სახელწოდება მომდინარეობს აბაზური თემის სახელიდან ბაღ (შდრ. აფხაზური გვარსახელი ბაღბა) და „ბაღების გორას“ ნიშნავს. XIX საუკუნის ბოლოს აქ შეიქმნა სომხური დასახლება გოშენდაკ-დერეკეი (დერეკეი), რომელსაც 1948 წელს ქართული სახელი წაბლიანი ეწოდა.[5] 1992-1993 წწ. ომის შემდეგ აფხაზებმა დაარქვეს ბაღრიფში (Баӷрыԥшь).
დემოგრაფია
რედაქტირება1989 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 80 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1989 წ. აღწ. | 80 | -- | -- |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 285.
- პაატა ცხადაია, ბეჟან ხორავა, „აფხაზეთის გეოგრაფიული სახელწოდებანი“, თბ., 2016.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 127.
- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 210.
- ↑ В. Е. Кәарҷиа, «Аԥсны атопонимика», Аҟәа 2002
- ↑ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საინფორმაციო-სტატისტიკური განყოფილება, „საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ ტერიტორიული დაყოფა 1949 წლის 1 სექტემბრისათვის“, თბ., 1949
- ↑ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №1-2 (14-15), გვ. 34, თბ., 1948 წ. ISSN 0203-2023