ძუკათა
ძუკათა[1][2] — სოფელი საქართველოში, სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ახალგორის მუნიციპალიტეტში, ტირიფონის ვაკის უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილში. წინაგრის თემის ცენტრი (სოფლები: ძუკათა, აბრევი, გდულეთი, გუდითა, ზემო ბაგები, ზემო ყური, კიტრიული, მსხლები, ორჭოსანი, ქედიგორა, ცოტაგური, წინაგარი). ზღვის დონიდან 830 მ, ახალგორიდან 70 კმ.
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 282.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 209.
- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 126.